უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

14 ივნისი, 2017 15:00
font-size

ვიდეოს დაბლარვა პოლიციელის როლის შემსრულებელი მსახიობის მოთხოვნა იყო - აჭარანეთი „ბირჟა მაფიას“ კლიპზე

კომპანია აჭარანეთი მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ სკანდალური ვიდეო კლიპის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც აჭარანეთის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც Facebook გვერდზე განთავსდა, აჭარანეტმა ვიდეო კლიპის გადაღება მხოლოდ ტექნიკურად უზრუნველყო.

კომპანიის თქმით, თავად კლიპის იდეისა და შინაარსის შექმნაში, ისევე როგორც გავრცელებაში მონაწილეობა არ მიუღია.

მედიანიუსი აჭარანეტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და აჭარანეთის მიმართ გაჩენილ კითხვებზე გიპასუხოთ.

პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ აჭარანეთი მუშაობს რამდენიმე ახალ პროექტზე, რისთვისაც იწერება მრავალი საპილოტე გადაცემა, სიუჟეტი თუ ვიდეოკლიპი. ნებისმიერ ნიჭიერ ახალგაზრდასა თუ შემოქმედებით ჯგუფს შეუძლია ჩვენთან მოსვლა და პროექტის შემოთავაზება. ერთ-ერთი ასეთი საპილოტე პროდუქტი იყო "ბირჟა მაფიის" კლიპი, რომლის ფარგლებშიც, აჭარანეთმა მოახდინა გადაღების ტექნიკური უზრუნველყოფა. თუმცა, თავად კლიპის იდეისა და შინაარსის შექმნაში, ისევე როგორც გავრცელებაში მონაწილეობა არ მიუღია.

აქვე ვაცხადებთ, რომ აჭარანეთს და მის თანამშრომლებს არ დაკავშირებია სამართალდამცავი ორგანოს არცერთი თანამშრომელი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ვიდეოს დაბლარვა თავად პოლიციელის როლის შემსრულებელი მსახიობის მოთხოვნა იყო. ამასთანავე აჭარანეთს არ აქვთ წვდომა "ბირჟა მაფიის" YouTube-ის არხთან, სადაც მოხდა ვიდეოს განთავსება და დაბლარვა. და ბოლოს, სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე გადაწყვეტილი გვქონდა დუმილი შეგვენარჩუნებინა მიშკასა და გიოს განთავისუფლებამდე. იქამდე, სანამ ბიჭები თავად არ შეძლებდნენ კომენტარის გაკეთებას. მადლობა ყურადღებისათვის“,-ნათქვამია აჭარანეტის განცხადებაში.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი