უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

4 ივნისი, 2024 15:48
font-size

ვიდეოში გარკვევით ჩანს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც აცილებს „ბანდიტების“ ავტომობილებს - ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი „ფეისბუქზე“ ავრცელებს ვიდეოს, სადაც, მისი თქმით, ჩანს, როგორ ტოვებენ მისი პარტიის ოფისზე თავდამსხმელები „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით მდებარე სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომს.

ხაბეიშვილის თქმით, კადრებიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ ავტომობილებს პოლიციის ეკიპაჟები აცილებენ, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არაფრის გამოძიებას აპირებს.

„ენმ-ის ოფისზე თავდამსხმელები ათობით ავტომობილით ტოვებს ტერიტორიას, თავდასხმიდან 2 წთ-ში, „იდეალის“ საპარკინგე სივრციდან. ვიდეოში გარკვევით ჩანს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც აცილებს „ბანდიტების“ ავტომობილებს და მხოლოდ ამის შემდეგ იძვრება ენმ-ის ცენტრალური ოფისისკენ, საიდანაც მიიღეს შეტყობინება ბანდფორმირების თავდასხმის შესახებ.

მე-4 დღეა და 100-მდე ადამიანიდან არცერთი არ დაუკავებიათ... თავად მოაცილა და თავად გააცილა გომელაურის უწყებამ და შესაბამისად გასაგებია, რომ არაფერს გამოიძიებენ“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, 1-ელ ივნისს, გამთენიისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს რამდენიმე ათეული პირი დაესხა. მათ ხელკეტებითა და ქვებით პარტიის ოფისის ფანჯრები ჩაამსხვრიეს და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვეს.

ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მტრული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეებს მომავალს ართმევს და მოსახლეობას სიღარიბეში ტოვებს - გია ჯაფარიძე

16 ივლისი, 2024 , 12:24

„ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, შეჩერებულია ფინანსური ნაკადები ევროკავშირის მხრიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება უმუშევრობა და ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება სიღარიბეში - 26 ოქტომბერს

ჩვენი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ფაქტობრივად, სიკვდილამდე სცემეს და არავინაა დასჯილი - ირაკლი ფავლენიშვილი

12 ივლისი, 2024 , 14:46

ჩვენი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ფაქტობრივად, სიკვდილამდე სცემეს და არავინაა დასჯილი - ვინ არის დამნაშავე ყველა ძალიან კარგად ხვდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მო

ცინიზმის პიკია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თავად დაარღვია კონსტიტუცია, კითხვებს სვამს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით - შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი, 2024 , 13:04

ცინიზმის პიკია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თავად დაარღვია კონსტიტუცია, რაც დადასტურებულია, კითხვებს სვამს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ,&nbs

არანაირი პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება საფრანგეთიდან არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი, 2024 , 12:02

არ შეესაბამება სიმართლეს - არანაირი პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება საფრანგეთიდან არ არსებობს. ამიტომ, ცოტა გაუგებარია, რას ეხებოდა ეს განცხადება, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი&nbs

„ქართულმა ოცნებამ“ კრემლის ოცნება შეასრულა და დღეიდან ნატო-სკენ 22-წლიანი გზა დახურულია - თეონა აქუბარდია

11 ივლისი, 2024 , 13:03

ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა არაერთი გაფრთხილება, რომ „რუსული კანონის“ მიღებით ნატო-ს კარი დაიკეტებოდა, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტა

„ქართულმა ოცნებამ“ კრემლის ოცნება შეასრულა და დღეიდან ნატო-სკენ 22-წლიანი გზა დახურულია - თეონა აქუბარდია

11 ივლისი, 2024 , 13:03

ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა არაერთი გაფრთხილება, რომ „რუსული კანონის“ მიღებით ნატო-ს კარი დაიკეტებოდა, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი