უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

2 ივნისი, 2017 15:55
font-size

ვიდრე არ გავნსაზღვრავთ ჩვენი მომავლის საგზაო რუკას, რუსეთთან მიერთების რეფერენდუმის გამართვა რთული იქნება-ანატოლი ბიბილოვი

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმის ჩასატარებლად ყველაფერი თავიდან არის დასაწყები.

ამის შესახებ ბიბილოვმა РИА Новости-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„რაც შეეხება რეფერენდუმს, რასაკვირველია, ვფიქრობ, რომ ის ჩასატარებელია. ამასთანავე, როდესაც გვქონდა რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობა, სამწუხაროდ, ის არ გამოვიყენეთ. დღეს, ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ. ყველფერი უნდა მივიყვანოთ იქამდე, რომ რეფერენდუმმა შედეგი მოგვიტანოს.

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ექს-პრეზიდენტთან გასულ წელს მიღწეული შეთანხმება, რომ რეფერენდუმი 2017 წლის არჩევნების შემდეგ უნდა გავმართოთ - რასაკვირველია, აქტუალურია. მაგრამ, სამხრეთ ოსეთის პოლიტკურ ძალებთან, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ძალებთან, რუსეთის ხელძღვანელობასთან კონსულტაციის გარეშე, ვიდრე ჩვენ არ გავმართავთ კონსულტაციებს, არ გავნსაზღვრავთ ჩვენი მომავლის ერთგვარ საგზაო რუკას - რთული იქნება რაიმე ნაბიჯების გადადგმა. თუმცა, კვლავ ვაცხადებ: არავინ უარყოფს რეფერენდუმის ჩატარების იდეას. სამხრეთ ოსეთის ხალხს უნდა მისი ჩატარება, და ჩვენ ადრე თუ გვიან აქამდეც მივალთ. ამას ვერ გავექცევით“,-განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ანუ საკითხი შესაძლოა წლის ბოლომდე არ გადაწყდეს და უფრო ხანგრძლივ პერსპექტივამდე გადაიდოს, ბიბილოვი პასუხობს, რომ „იცით, დღეს მსოფლიო ისეთი ცვალებადია, რომ არაფერს გამოვრიცხავთ“.

„უნდა გვესმოდეს ვითარება, რომელიც სამხრეთ ოსეთის ირგვლივ იქმნება. გვესმოდეს, რომ სამხრეთ ოსეთმა ეკონომიკური კავშირები, ისეთ ქვეყნებთან დაამყარა, რომლებსაც, ასე ვთქვათ, არ აღიარებენ. ამ ქვეყნების ინტერესების გაუთვალისწინებლობის უფლება არ გვაქვს. რადგან სამხრეთ ოსეთი გუშინ ისეთივე მდგომარეობაში იყო, როგორც ისინი დღეს. ამიტომ, ჩვენ ისინი არ უნდა დაგვავიწყდეს, უნდა გავმართოთ მათთან კონსულტაციები თემაზე: რა იქნება როდესაც ჩვენ გავმართავთ რეფერენდუმს და რუსეთის შემადგენლობაში შევალთ?! კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: დრო სწრაფად გარბის, მსოფლიო სწრაფად იცვლება. ეს საკითხი განხილვის საგნად რჩება და გადაწყვეტილება მიღებული იქნება. თქვენ, ჟურნალისტები ამას პირველები შეიტყობთ“,-აღნიშნა ბიბილოვმა.

მონიკა დვალიანიძე

სოფელ კირბალთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოზარდი გაიტაცეს

23 თებერვალი, 2020 , 11:04

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 17 წლის მოზარდი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ. როგორც უწყებაში განმარტეს, ამოქმედებულია ცხელი

ცხინვალის რეგიონში შექმნილია ძალიან დიდი რეალური ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც დღითიდღე უფრო მძიმდება - ქეთევან ციხელაშვილი

19 თებერვალი, 2020 , 14:35

"დიდი ხანია ჩვენი პარტნიორების ყურადღებას ვაქცევთ იმ ფაქტს, რომ ცხინვალის რეგიონში შექმნილია ძალიან დიდი რეალური ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც დღითიდღე უფრო მძიმდება", - აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკ

ცხინვალში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა

19 თებერვალი, 2020 , 12:30

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტო

საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა - სუს-ი

15 თებერვალი, 2020 , 12:40

ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცე

ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება ეზღუდება

14 თებერვალი, 2020 , 13:15

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება ეზღუდება.   საოკუპაციო ძალების პოლიტიკა სულ უფრო ა

თბილისსა და ცხინვალში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა - ტოივო კლაარი

13 თებერვალი, 2020 , 10:56

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის ინფორმაციით, ეუთო-სა და გაერო-ს წარმომადგენელი თანათავმჯდომარეების მონაწილეობით თბილისსა და ოკუპირებულ ცხინვა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`