უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

24 სექტემბერი, 2018 16:10
font-size

ვიეტნამური გამოფენა „დონგ ჰო“- ხეზე ჭრის ხელოვნება გაიხსნა

მოსე თოიძის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა ვიეტნამურ გამოფენას “დონგ ჰო“ ხეზე ჭრის ხელოვნება - ვიეტნამური სული“. საქართველოში მოღვაწე ვიეტნამელმა ჩან თი რეგნერმა მოწვეულ სტუმრებს „დონგ ჰო-ს“ ნიმუშები წარუდგინა და თავის კოლეგებთან ერთად ჩაატარა ვორკშოპი ხეზე ჭრის ხელოვნების შესახებ. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ნატურალური საღებავებით „დონგ ჰო-ს“ ნახატები შეასრულეს. პროფესიონალ მხატვრებს ბავშვებიც შეუერთდნენ და ვიეტნამურ, სპეციალურად დამუშავებულ ქაღალდებზე საკუთარი ნახატები შექმნეს.

გამოფენის მასპინძლების მიზანი იყო ქართული და ვიეტნამური კულტურის გვერდი-გვერდ ჩვენება, რაც სხვადასხვა კულტურათა ურთიერთდაახლოების, ურთიერთგაცნობის და დიალოგის გამართვის სიმბოლოს წარმოადგენს.

„დონგ ჰო-ს„ ფერწერა ტრადიციული ესთეტიკური ფასეულობების და სოციალური ტენდენციების ასახვაა, ისევე როგორც ადამიანური სურვილების გამოხატულებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მისი ტრადიციული თემებია წარმატების ანარეკლები, ისტორიული მოღვაწეები, ხალხური ალეგორიები, პოპულარული თხრობები და სოციალური თემატიკა. ყოველდღიური ცხოვრების ელემენტები კარგად არის ინტეგრირებული „დონგ ჰო-ს„ ხელოვნებაში, რომელიც საშუალებას იძლევა მხატვრებმა ზუსტად გამოხატონ ხალხის აზრები და სურვილები.

ვიეტნამური გამოფენის გახსნას მოსე თოიძის სახლ-მუზეუმში თავის კონკრეტული მიზეზიც გააჩნია. მოსე თოიძის ოჯახის წევრი, ვლადიმერ (ვოვა) მაჭავარიანი (მოსე თოიძის სიძე) 60-იან წლებში იყო პირველი ქართველი საზოგადო მოღვაწე, რომელმაც შექმნა კულტურული დიალოგი ქართველებსა და ვიეტნამელ ხელოვანებს შორის. ეს გამოფენა ვლადიმერ მაჭავარიანის მიერ დაწყებული მისიის გაგრძელებაა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ვიეტნამელი მხატვრის მიერ ვოვა მაჭავარიანის შესრულებული პორტრეტი.

გამოფენა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. გამოფენის გახსნაზე მოწვეულები იყვნენ დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები, რომლებსაც აგრეთვე, საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ვიეტნამური და ქართული კერძები.

უმეტეს რაიონში ხვალ მცირე ნალექს ელიან

23 ოქტომბერი, 2018 , 15:20

სინოპტიკოსები 24 ოქტომბრისთვის საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი,

საქართველოში დღეს უმეტესად უნალექო ამინდს ელიან

23 ოქტომბერი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოში 23 ოქტომბრისთვის უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი 7-12 მე

საქართველოში ხვალ უმეტესად უნალექო ამინდს ელიან

22 ოქტომბერი, 2018 , 17:20

სინოპტიკოსები საქართველოში 23 ოქტომბრისთვის უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი 7-12 მე

ზოგიერთ რაიონში 21 და 22 ოქტომბერს მცირე წვიმას ელიან

21 ოქტომბერი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოში 21 და 22 ოქტომბრისთვის ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 21 ოქტომებრს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მ

ზოგიერთ რაიონში 21 და 22 ოქტომბერს მცირე წვიმას ელიან

20 ოქტომბერი, 2018 , 16:40

სინოპტიკოსები საქართველოში 21 და 22 ოქტომბრისთვის ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 21 ოქტომებრს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მ

ყურძნის, კარალიოკის, კაკლისა თუ წაბლის დიდი რაოდენობით მიღება, ნესტის სოკო, ჩამოცვენილი ფოთლები - შემოდგომის ალერგიების გამწვავების მიზეზები დასახელდა

20 ოქტომბერი, 2018 , 14:55

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრმა ის გარემოებები დაასახელა, რასაც შემოდგომის ალერგიების გამწვავება შეიძლება უკავშირდებოდეს. ცენტრის ინფორმაციით, ეს შეიძლება იყოს შემოდგომის ნობათის - ყურძნის, კარალიოკის, კაკლისა თუ წაბლის

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`