უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

7 ივლისი, 2022 16:26
font-size

ვიღაც არახამია საუბრობს, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს არაერთი უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას - ირაკლი კობახიძე

არახამია საუბრობს იმაზე, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს არაერთი უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს ისედაც აქვს დახარჯული 3 მილიონი დოლარი საქართველოში ქველმოქმედებაში, რას ხმარდებოდა ყველამ კარად იცის დ მომავალშიც არის უამრავი პროექტი დაგეგმილი.

„ვის რაში შეიძლება სჭირდებოდეს ეს ყველაფერი ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, მათ შორის რატომ არის არახამია ჩართული ამ ყველაფერში ამაზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის თანხებს, აქ ერთი რამე მინდა, შევახსენო საზოგადოებას, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა პოლიტიკიდან გასვლაზე, ეს ხდებოდა შარშან იანვარში, რომ ის იტოვებდა საკუთარი ოჯახისთვის მხოლოდ 200 მილიონი დოლარის აქტივებს, დანარჩენი თანხა, ეს ვრცელდება, მათ შორის Credit Suisse-ში განთავსებულ თანხებზე, მთლიანად მიემართებოდა საქველმოქმედო ფონდში, საქველმოქმედო მიზნებისათვის. ვიღაც არახამია, რომელმაც უნდა მიხედოს საკუთარ თავს და იმ პრობლემებს, რომელიც ხალხს შეუქმნა, საუბრობს, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს არაერთი უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას. ბიძინა ივანიშვილს ისედაც აქვს დახარჯული 3 მილიონი დოლარი საქართველოში ქველმოქმედებაში და რას ხმარდებოდა ეს ყველამ კარად იცის და მომავალშიც არის უამრავი პროექტი დაგეგმილი. მათ შორის არის ტაძრების მოვლა-პატრონობა, აღდგენა, იგივე თეატრების აღდგენა, თბილისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, ეს პროექტები დგება კითხვის ნიშნის ქვეშ ვიღაც არახამიას გამო, რომელმაც თავის ქვეყანას შეუქმნა, ჯერ თავისია თუ არა ესეც არ იცის, სერიოზული პრობლემები, უნდა იგივე ან მსგავსი პრობლემები შექმნას ახლა საქართველოში, ასეთ სანქციები მატერიალური კუთხით ნიშნავს, რომ უამრავი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელებული ქართველი ხალხისთვის, თბილისის, რეგიონების მოსახლეობისთვის შეიძლება, დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს უნდათ ამ ადამიანებს და უნდათ უარესი. ეს არის ერთი გვერდითი ეფექტი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ მათ უნდათ უარესი და ეს უარესი რა არის ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ Credit Suisse-ზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბანკის მოქმედებები ადასტურებს, რომ ვიღაც საერთოდ არ უფრთხილდება შვეიცარიის საბანკო სისტემას.

„ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ანგრევს შვეიცარიის საბანკო სისტემას, ბუნებრივია, ეს ასეა და სრულად კარგავს ნებისმიერი კლიენტის ნდობას ეს სისტემა, რაც სამწუხაროდ, ჩვენ ბავშვობიდან გვახსოვს ყველას, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა გამოირჩეოდა სანდოობის მაღალი ხარისხით და მთლიანად ნადგურდება ეს იმიჯი სამწუხაროდ. რაში შეიძლება სჭირდებოდეს ვიღაცას ეს მე არ ვიცი. ვის რაში შეიძლება სჭირდებოდეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მისი ნების წინააღმდეგ, ამაზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, მე ამაში ვერ შევალ“, – განაცხადა კობახიძემ.

უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა დაიპყრო ხელისუფლების ყველა შტო საქართველოში.

ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 13:58

რუსეთის მორიგი მოთხოვნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებაზე შესრულებულია. ამ საკითხს რუსები დღის წესრიგში მუდმივად აყენებდნენ, ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებასთან ერთად, – ამის შესახებ „ლელოს

პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი

13 ნოემბერი, 2025 , 15:26

პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი, ასევე ნაპოვნია ყველა ცხედარი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან,

სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა

13 ნოემბერი, 2025 , 14:56

ჩორჩანის საქმე არის ისტორიული, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებს კონკრეტული ადამიანების ხელით და კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენ

სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე

12 ნოემბერი, 2025 , 14:52

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის გ

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე

12 ნოემბერი, 2025 , 13:31

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი. მათგან ნაპოვნია 18 დაღუპული, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ჟურნალისტებს განუცხად

ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ღალატობს თავის ხალხს მოსკოვის, თეირანისა და პეკინის სასარგებლოდ - ჯო უილსონი

7 ნოემბერი, 2025 , 12:06

„ქართული ოცნების“ სტანდარტებითაც კი, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეჟიმის ახალი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები შემზარავია, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე&