უახლესი ამბები
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
- 23.04.2024 10:37ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
- 23.04.2024 08:21აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
არქივი
ეკონომიკა
ვიღაც გავლენიან ჯგუფს ფული აქვს გადასახურდავებელი დოლარი ლარებში - დემურ გიორხელიძე
გაუგონარი რამ ხდება, - ასეთ შეფასებას აკეთებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე ლარის გაუფასურებაზე საუბრისას.
„ეს არის პოლიტიკის არქონა, მიზანმიმართული თამაში კურსისა ასეთი სიხშირით, იმიტომ, რომ გაუგონარი რამ ხდება. ეს არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უაზრო განცხადება იმის თაობაზე, რომ კურსი მიშვებულია თავისუფალ ცურვაში.
რატომ არის როდესაც, ისედაც დაქცეულია სიტუაცია, მაშინ როდესაც დევალვაციის შემდეგ კურსი დაჭერილი უნდა იყოს და ამის ყველა მეთოდი არსებობს. არსებობს სხვა უამრავი მოსაზრება, უხეშად ვიტყვი, ვიღაც გავლენიან ჯგუფს ფული აქვს გადასახურდავებელი დოლარი ლარებში ამიტომ კურსი ეცემა და როგორც კი ოპერაცია გაკეთდება კურსს უკან წამოიყვანენ. მერე ისევ მოხდება დოლარის შესყიდვა, მერე ისევ დოლარია გასაყიდი და ფულია გასაკეთებელი. აი, ეს არის სინამდვილეში.
პროფესიული თვალსაზრისით ეს არის შეგნებული დანაშაული ანდა პროფესიული სიშტერე, როცა არ იცი კაცმა, რა გააკეთო. კარგი ბიჭი ვარ მეც, მაგრამ ვახტანგ მაჭავარიანს სიმფონიურ ორკესტრში ჩემგან ხეირს თუ ელით, არ გამოვა არაფერი “-აცხადებს გიორხელიძე.
ნინო ექვთიმიშვილი