კომენტარი
ვიღაც ლობისტების მეშვეობით ცდილობენ დაუბრუნდნენ 2012 წლის ივლისის რიტორიკას - თეა წულუკიანი
"ნაციონალური მოძრაობა", სააკაშვილები, რომელი ქვეყნის პოლიტიკოსებადაც არ უნდა მოგვევლინონ, ქვეყნის შიგნით რესურსი პრაქტიკულად ამოწურეს", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა მედიის კითხვაზე, რომელიც ეხებოდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიას, რომელსაც 13 ამერიკელი კონგრესმენი აწერს ხელს.
„ჩემთვის დასკვნა არის მარტივი – „ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილები, რომელი ქვეყნის პოლიტიკოსებადაც არ უნდა მოგვევლინონ, ქვეყნის შიგნით რესურსი პრაქტიკულად ამოწურეს, ისინი არიან განწირული მარცხისთვის. ამიტომ ვიღაც ლობისტების მეშვეობით ცდილობენ, დაუბრუნდნენ 2012 წლის ივლისის რიტორიკას, რომ „ქართული ოცნება“, ჩვენი ლიდერი, ჩვენ ყველანი ვართ ვითომ, პუტინის აგენტები, ადრე ვარიგებდით ტელევიზორებს და მაცივრებს, რომ გაგვეუბედურებინა ქართველი ხალხი, ახლა კი, ვცდილობთ ხელისუფლებაში დარჩენას, ვითომ პუტინის დავალებით. ეს ყველაფერი არის ძალიან სასაცილო და არასერიოზული“, – აცხადებს ვიცე-პრემიერი.
მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის გარანტი.
„ბიძინა ივანიშვილი არის, ამას უკვე სერიოზულობით ვამბობს, ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე და რეალობაში, რომელიც არის ჯერჯერობით ამ ქვეყანაში, ერთადერთი, ვინც არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის გარანტი. შესაბამისად, თუ ოპოზიციისთვის და მისი ლობისტებისთვის ვინმე ჟორიკა არის სტაბილიზატორი, მე მომეცით უფლება, რომ ეს არ გავიზიარო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საკვანძო სიტყვები:
ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ღალატობს თავის ხალხს მოსკოვის, თეირანისა და პეკინის სასარგებლოდ - ჯო უილსონი
7 ნოემბერი, 2025 , 12:06
ნიკა მელია არ დაეთანხმა ბრალს, არ აპირებს სასამართლო პროცესზე დასწრებას - ადვოკატი
6 ნოემბერი, 2025 , 19:00
მიხეილ სააკაშვილს ახალი ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
6 ნოემბერი, 2025 , 18:42
„ოცნებისგან“ გასაკვირი უკვე არაფერი აღარ არის - გიორგი შარაშიძე
6 ნოემბერი, 2025 , 18:05
`ქართული ოცნება` თვითონ აჩქარებს თავისი პოლიტიკური სამარის გათხრას - ბადრი ჯაფარიძე
6 ნოემბერი, 2025 , 17:42
დიდი მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის, სულ მიჭირდა პიარი - ელენე ხოშტარია
6 ნოემბერი, 2025 , 17:29

