უკან

სამართალი

16 ივლისი, 2019 16:45
font-size

ვიღაცას ძალიან სურს, 20 ივნისს გახარიას მხრიდან ჩადენილი დანაშაული გადააბრალოს სხვას - ბაჩუკი ქარდავა

ვიღაცას ძალიან სურს, გულწრფელ პროტესტს ორგანიზებული ფორმა მისცეს, მერე ეს ორგანიზებული პროტესტი გადააქციოს ორგანიზებულ აჯანყებად და შემდგომ, 20 ივნისს გახარიას მხრიდან ჩადენილი დანაშაული გადააბრალოს სხვას, – ამის შესახებ მოძრაობა „ძალა ერთობაშიას” წევრმა, ბაჩუკი ქარდავამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

„ეს არ იყო გამოკითხვა, ეს იყო ოფიციალურად დაკითხვა. მოსამართლეს ვკითხე და მან დამიდასტურა, რომ ეს იყო მოწმის დაკითხვა. დაკითხვა ორ საკითხს ეხებოდა, ორი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. კითხვები ისმოდა ისეთი, რომ შეიძლება, ყველა მიმართულებით იფიქრო ადამიანმა“, – განაცხადა ქარდავამ.

მისი თქმით, კითხვები შეეხებოდა იმას, თუ რამდენად იყო აქცია ორგანიზებული.

„მთელმა საქართველომ იცის, რომ ეს აქცია იყო სპონტანური და იყო პროტესტი, რომელიც გამოხატა ქართულმა საზოგადოებამ ჩვენი ხელისუფლების თავხედობის გამო. ისინი ინტერესდებოდნენ რამდენი ხნის განმავლობაში ვიყავი იქ. ფაქტობრივად, რამდენიმე წუთით გასვლის გარდა, ვიმყოფებოდი მუდმივად რუსთაველის გამზირზე. ამასთან, ტრიბუნასთან მუდმივად არ ვიყავი. ყველაზე აინტერესებდათ, ვინ სად იყო და რას ვაკეთებდით, რამდენად ვიყავით ორგანიზებულები. თუ ხელისუფლებას სურს, იმ სამართლიან, სპონტანურ პროტესტს რაღაც ორგანიზებული ჯანყის ფორმა მისცეს და ამით თავი გაიმართლოს 20 ივნისთან დაკავშირებით, არ ვიცი, მაგრამ მათ დავუდასტურე ის ფაქტიც, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც ვხედავდით ძალიან მაღალ ემოციას ხალხში, დავთანხმდით, რამდენიმე ლიდერი შესულიყო და ეწარმოებინა მოლაპარაკება ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ძალიან მოკლე მონაკვეთში მოხდა გასროლა სწორედ ძალოვნების მხრიდან. ისიც დავუდასტურე, რომ ეს პირველი გასროლა იყო, რაც მე ვნახე გაზი და ამის შემდგომ იქ იყო ქაოსი”, – აღნიშნა ქარდავამ.

როგორც ქარდავამ აღნიშნა, ის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაიკითხა.

პოლიციამ „აიტექნიკსის” გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

24 აგვისტო, 2019 , 11:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ქურდობის მცდელობის ფაქტზე 2004 წელს დაბადებული გ.გ დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, დანაშაული ოთხი

მე უკვე სარჩელს ვამზადებ სტრასბურგისთვის - ბაჩანა შენგელია

24 აგვისტო, 2019 , 10:49

„ეს იყო აბსოლუტურად უკანონო, სრულიად დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება”, - ასე აფასებს ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია, გენერალური პროკურატურის გადაწყვ

გენერალურმა პროკურატურამ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

23 აგვისტო, 2019 , 19:02

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება - დანაშაულის არარსებობის გამო

თბილისში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მობილური ტელეფონების ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს

23 აგვისტო, 2019 , 12:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული მ.

ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

23 აგვისტო, 2019 , 11:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნაკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღე

ხელვაჩაურის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

22 აგვისტო, 2019 , 17:05

ხელვაჩაურის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატი ჯამბულ თავართქილაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ბრალდებით დააკავეს.ამავე საქმეზე დაკავებულია, ასევე, ერთ-ერთი მოქალაქე. ამის შესა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს