უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 ოქტომბერი, 2018 17:35
font-size

ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი პროცედურისა და სამართლიანობის დაცვის პრინციპით წარიმართება - პრეზიდენტი არჩევნებზე

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლიდერთა ფორუმის მონაწილეებსა და სტენფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების პროფესორს ფრენსის ფუკუიამას სასახლეში მიღებაზე უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილმა პროფესორ ფუკუიამას მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვან ფორუმში მონაწილეობისათვის და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსა და მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„წინასაარჩევნო კამპანიაც უმნიშვნელოვანესია და ხალხი ემოციურად ჩართულია ამ პროცესში და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი პროცედურისა და სამართლიანობის დაცვის პრინციპით წარიმართება. განხილვების მიღმა, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მე მაღელვებს, შეეხება იმ ზიანს, რომელიც ამ პროცესმა შეიძლება მოუტანოს ერს. ეს გარკვეულწილად თანამდევი ზიანი, რომელიც შეიძლება მივაყენოთ ჩვენს ერსა და სახელმწიფოს არა იმიტომ, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგნებულად გვსურს, არამედ ძალიან ცხელი საარჩევნო კამპანიის შედეგად. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის კანდიდატი, არის რაღაც, რაც აერთიანებს ქართველებს, როგორც ერს და ეს რაღაც, მჯერა, უნდა იყოს ერთგულება და თავდადება ჩვენი მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი," - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკური განცხადებების პარალელურად, ყველამ უნდა იზრუნოს საზოგადოებაზე.

„პოლიტიკური განცხადებების გაკეთების პარალელურად, უნდა გვახსოვდეს, რომ ვიზრუნოთ იმ საზოგადოებაზე, რომელსაც ყველა მივეკუთვნებით. ეს საზოგადოება და ერთობის შეგრძნება არის ჩვენი ქვეყანა, საქართველო. მოწინააღმდეგესთან პაექრობისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არ დავაზიანოთ ერთიანი გარემო“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

22 აპრილი, 2024 , 17:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნე

“დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით” - პარტიები `გირჩი - მეტი თავისუფლება` და `დროა` საჯარო მოხელეებს მიმართავენ

22 აპრილი, 2024 , 17:26

პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საჯარო მოხელეებს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ იციან პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეები

გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად - თეა წულუკიანი

22 აპრილი, 2024 , 17:09

უმცირესობასაც და უმრავლესობასაც, რაც უნდა გასაკვირი უნდა იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად, – ა

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს - ანა ნაცვლიშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:14

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს, -  ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების&

იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

22 აპრილი, 2024 , 14:58

ხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე,

პარლამენტთან „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

22 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტთან „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ საყოველთაო-სახალხო შეკრებას პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე  ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი