უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
კომენტარი
ვიმედოვნებთ ოქტომბრის არჩევნებისთვის პარლამენტი ძლიერ საარჩევნო კანონმდებლობას მიიღებს -კელი დეგნანი
„ვიმედოვნებთ, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის პარლამენტი ძლიერ საარჩევნო კანონს მიიღებს“, - ამის შესახებ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, კანონმდებლობის პროექტზე კარგი სამუშაოები ჩატარდა.
„კარგი შეხვედრა გვქონდა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს კანონმდებლობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და შესულია ოდირის რეკომენდაციებში. განვიხილეთ დამატებითი წინადადებებიც, ვფიქრობ შევქმნით გარკვეულ პირობებს თავისუფალი, სამართლიანი, სანდო და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად. კარგი სამუშაოები ჩატარდა კანონმდებლობის პროექტზე და ვიმედოვნებთ, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის პარლამენტი ძლიერ საარჩევნო კანონს მიიღებს“, - აღნიშნა დეგნანმა.