უკან
კომენტარი
5 დეკემბერი, 2017 16:25
ვიმედოვნებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება გარანტირებული იქნება - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხს გამოეხმაურა.
როგორც პრეზიდენტმა Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა, ის რაც კიევში ამჟამად ხდება, უკრაინის შიდა საქმეა.
„კიევში მიმდინარე პროცესები უკრაინის შიდა საქმეებია. თუმცა ამავდროულად, მოვლენების ეპიცენტრში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომლის უსაფრთხოებაც, ვიმედოვნებთ, გარანტირებული იქნება“,- დაწერა მარგველაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე