უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

17 ივნისი, 2017 14:30
font-size

ვინ არწმუნებს `ქართულ ოცნებას`, რომ მანდატების სამართლიანი გადანაწილების შემთხვევაში ხალხს თავზე სახელმწიფო დაენგრევა - ირმა ინაშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს კიდევ ერტხელ გამოეხმაურა.

როგორც ინაშვილი Facebook-ში პირად გვერდზე წერს, მას აინტერესებს ვინ არის ის ექსპერტული წრე, ვინც "ქართულ ოცნებას" არწმუნებს, რომ არჩევნებზე მიღებული მანდატების სამართლიანი გადანაწილების შემთხვევაში, ხალხს თავზე სახელმწიფო დაენგრევა.

“ვენეციის კომისიამ მორიგჯერ აღნიშნა, რომ კონტიტუციის წარმოდგენილ ცვლილებებში საარჩევნო სისტემის კომპონენტზე კონსენსუსი მისაღწევია, რადგან უმრავლესობის მოდელი პარტიებს პრაქტიკულად პოლიტიკური საქმიანობის უფლებას ართმევს, აქრობს პლურალიზმს.

"ქართულმა ოცნებამაც" სხარტად გამოაცხო ახალი ვარიანტი, რომელიც გუშინდელ ვარიანტზე თითქოს უკეთესია, მაგრამ მაინც უსამართლოა. პოლიტიკური ვაჭრობის თემა, რომ თუ ბონუსის სისტემას არ შემოვიღებთ, მაშინ მაჟორიტატები აჯაყდებიან, ახალ ფაზაში შედის. ეს თემა ჯერ შიდა ვაჭრობის, ახლა ვენეციის კომისიასთან წუწკობის საგანი გახდა.

ახალი ვარიანტით, რომელიც იმდენად ჩახლართულია, მათემატიკოსებიც კი ტვინს იღრძობენ, "ქართული ოცნება" ამბობს, რომ თუ მიჰქონდა ასი ვაშლი, ახლა მიაქვს ოთხმოცი. დაუმსახურებლად მიჰქონდა ასი და დაუმსახურებლად მიაქვს ოთხმოციც.

გულწრფელად მაინტერესებს, ვინაა ის ხალხი, ის ექსპერტული წრე, ვინც "ქართული ოცნების" საპარლამენტო ლიდერებს კაშპიროვსკივით არწმუნებს, რომ დარჩენილი მანდატები ხელში უნდა ჩაიგდონ, თორემ სამართლიანი გადანაწილების შემთხვევაში სახელმწიფო დაგვენგრევა თავზე.

მომავალი კვირიდან საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ისე იწყება პარლამენტში, რომ არ შემდგარა შეხვედრა ოპოზიციურ პარტიებთან. საქმიანი შეხვედრა და არა პოპულისტური. ცხელი კვირა გველოდება წინ.

ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს მანკიერება მარტო პარტიების მომავალს არ ეხება. გეხებათ თქვენ, თითოეულ ამომრჩეველს, რომელსაც პრაქტიკულად ხმას ართმევენ“,-დაწერა ირმა ინაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი

19 აპრილი, 2024 , 14:26

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე. "ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ე

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი