უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 ნოემბერი, 2017 10:15
font-size

ვინ გითხრათ, რომ დღე-დღეზე დამაპატიმრებენ, ეგ არის სრული სისულელე - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სრული სისულელეა იმაზე ლაპარაკი, რომ მას დღე-დღეზე დააპატიმრებენ.

,,ვინ გითხრათ, რომ დღე-დღეზე დამაპატიმრებენ? ეგ არის სრული სისულელე. ამის არც რესურსი, არც ძალა, არც თავი არ აქვთ და არც შემსრულებლები არ ჰყავთ“, - განაცხადა სააკაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემაში ,,არჩევანი“ კიევიდან ჩართვისას.

საქართველოს ექსპრეზიდენტის თქმით, ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ძალიან ჰგავს შევარდნაძის დროინდელ საქართველოს.

„პოროშენკოს რომ ჰქონდეს ჯადოსნური ჯოხი, აუცილებლად აიქნევდა და გამაქრობდა აქედან და იგორ კიო ან კოპერფილდი რომ იყოს. არ გამოდის, ასე არ ხდება. მე ვარ ფაქტორი უკრაინის და დავრჩები ფაქტორად,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ის არ აპირებს რაიმე თანამდებობის დაკავებას და აქვს ერთადერთი სურვილი, რომ ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვალოს.

სააკაშვილის განცხადებით, ,,თუ ივანიშვილთან მოლაპარაკებებით უკრაინის ხელისუფლებას წაუცდა ხელი, შესაძლოა, რომ ის მოიტაცონ და იძულებითი წესით გამოამგზავრონ საქართველოში.“

„ერთადერთი გზაა, რომ მომიტაცონ, ჩამტენონ თვითმფრინავში და გამომაგდონ. ამას მოჰყვება უკრაინის მთავრობის დამხობა და პრეზუდნეტის და მეორე, ძალიან დააჩქარებს ეს ივანიშვილის მოქესტვას საქათველოდან,“ - აცხადებს სააკაშვილი.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ის არ აპირებს საქართველოში ციხეში მშვიდად ჯდომას და აუცილებლად გააგრძელებს ბრძოლას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს დაასრულებს.

,,ეს ბრძოლა იქნება ოლიგარქების წინააღმდეგ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი