უახლესი ამბები
- 05.03.2021 21:35მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ეს არაა სავალდებულო, ეს არაა ბედისწერა - თენგიზ ცერცვაძე
- 05.03.2021 20:36დავით გარეჯის თემა კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი სახალხო დამცველი - გია ვოლსკი
- 05.03.2021 20:26ლიეტუვისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით „მედიატორთა ჯგუფის“ ჩამოყალიბებას აპირებენ
- 05.03.2021 20:13არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს - კელი დეგნანი
- 05.03.2021 19:55კონსტიტუციის 100 წელი - სამოქალაქო საზოგადოების ახალი მანიფესტი რომელსაც `ლელო`, ` სტრატეგია აღმაშენებელი` და ელენე ხოშტარია შეუერთდნენ
- 05.03.2021 19:42„ნამახვანი ჰესის` პროექტი ჯერ მხოლოდ დაწყებულია და ტოვებს სივრცეს, გავითვალისწინოთ გარკვეული მომენტები მისი გაუმჯობესებისთვის - ნათია თურნავა
- 05.03.2021 19:24ოკუპირებული ტერიტორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შემოტანის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
- 05.03.2021 18:32სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში წარდგენილი მოსაზრება არის მიკერძოებული, სუბიექტურად აფასებს ფაქტებს და მტკიცებულებებს - გენერალური პროკურატურა
- 05.03.2021 18:21ეროვნული ბანკი გაცხადებას ავრცელებს
- 05.03.2021 17:251 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3202 ლარი გახდა
არქივი
პოლიტიკა


ვინ გიცნობთ თქვენ საქართველოში და საიდან წამოვიდა თქვენი კანდიდატურა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე? - რომან გოცირიძე გიორგი ქობულიას
„ვინ გიცნობთ თქვენ საქართველოში და საიდან წამოვიდა თქვენი კანდიდატურა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე?“, -ამ კითხვით მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს, გიორგი ქობულიას აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
გოცირიძე დაინტერესდა, ვინ შეარჩია ქობულიას კანდიდატურა, იცნობს თუ არა პირადად ბიძინა ივანიშვილს და ჰქონდა თუ არა შეხება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიზნესთან. ოპოზიციონერმა დეპუტატმა დასძინა, რომ ქობულიას არავინ არ იცნობს არც ოპოზიციაში და არც საპარლამენრტო უმრავლესობაში.
გოცირიძის შეკითხვას დარბაზიდან „ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი შიოლაშვილის რეპლიკა მოჰყვა.
„ვერა ქობალიას ვინ იცნობდა?“, – იკითხა შიოლაშვილმა, რაზეც გოცირიძემ უპასუხა, რომ ვერა ქობალია დღეს არის ინდონეზიის მთავრობის მრჩეველი და წარმატებით განაგრძობს საკუთარ საქმიანობას.
„მე, ახლა სწორედ ის ვთქვი და ის ვიკითხე, რასაც თქვენ ვერ ამბობთ, მაგრამ გულში ფიქრობთ“, - მიმართა გოცირიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.
მოგვიანებით ამ თემას მიუბრუნდა „ქართული ოცნების“ წევრი კობა ლურსმანაშვილი, რომელმაც ჰკითხა ქობულიას „იცნობდით თუ არა მიხეილ სააკაშვილს ან რომან გოცირიძეს, არ დამაკარგვინოთ თქვენზე შთაბეჭდილება“.
საკვანძო სიტყვები:

დავით გარეჯის თემა კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი სახალხო დამცველი - გია ვოლსკი
5 მარტი, 2021 , 20:36

ლიეტუვისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით „მედიატორთა ჯგუფის“ ჩამოყალიბებას აპირებენ
5 მარტი, 2021 , 20:26

ვესაუბრე მიხეილ სააკაშვილს და შევჯერდით, რომ არასწორია პლებისციტის იდეის დამუნათება - გიგი უგულავა
5 მარტი, 2021 , 16:05

იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ, ახლა საქმე მათ მხარეს არის - შალვა პაპუაშვილი
5 მარტი, 2021 , 12:25

აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამაგალითო თანამშრომლობა მომდევნო წლებში გაძლიერდება - დავით ზალკალიანი
5 მარტი, 2021 , 12:25

მიხეილ სარჯველაძემ და შალვა პაპუაშვილმა „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია გამართეს
5 მარტი, 2021 , 12:25