უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

24 იანვარი, 2020 15:10
font-size

ვინ იბრძვის გენერალური პროკურორობისთვის

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 17 კანდიდატი იყო წარდგენილი. თუმცა, აქედან ერთმა კანდიდატმა გრიგოლ გაგნიძემ კანდიდატურა მოხსნა.

ამ ეტაპზე მთავარი პროკურორობისთვის 16 კანდიდატი იბრძვის, ესენი არიან: ვიქტორ ახალბედაშვილი, პაატა გაბელია, რაულ გამისონია, მერაბ გამყრელიძე, ვალერიან ვაჭარაძე, დავით ზირაქაშვილი, ფიქრია ზირაქაშვილი, დარიკო თორდია, ვალერი კვანტალიანი, ალექსანდრე კობაიძე, კობა კობახიძე, დავით კოდანაშვილი, სოფიო შენგელია, ირაკლი შოთაძე, გელა ჩივაძე, რამაზ ჩინჩალაძე.

საპროკურორო საბჭომ ერთიან სიაში შეყვანილ ორ პირს სათანადო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო დაუდგინა ხარვეზი და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ვადა განუსაზღვრა. ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საბჭო გადაწყვეტს მათი სიაში დატოვების ან/და შერჩევის პროცესიდან მოხსნის საკითხს.

27 იანვრიდან საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ყველა პირთან საპროკურორო საბჭო ჩაატარებს ინდივიდუალურ გასაუბრებას. მოხდება გასაუბრების პროცესის აუდიოჩაწერა და მისი განთავსება საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე. გასაუბრების პროცესი "ლაივ სტრიმით" გადაიცემა.

გასაუბრების დასრულების შემდგომ, საპროკურორო საბჭო, ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებს ფარული წესით უყრის კენჭს და პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის, გამოცდილების, ზნეობისა და მორალური ღირებულებების გათვალისწინებით, შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

საბოლოო ჯამში, გენერალურ პროკურორს მხარი პარლამენტმა უნდა დაუჭიროს, რომელიც 6 წლის ვადით იქნება არჩეული.

რა საქმიანობებია დაშვებული საგანგებო მდგომარეობის დროს - მთავრობის დადგენილება

31 მარტი, 2020 , 20:24

საქართველოს მთავრობა აქვეყნებს დადგენილებას, რომელშიც საგანგებო მდგომარეობის დროს დაშვებული საქმიანობები არის განსაზღვრული. კერძოდ, მთავრობის დადგენილების მიხედვით: 1. საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება

16 წლამდე ასაკის მოზარდის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მშობელს დაეკისრება

31 მარტი, 2020 , 15:50

16 წლამდე ასაკის პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მის მშობელს ან ბავშვის სხვა კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება. ამის შესახებ ცვლილებები „საქართველოში ახალი

ავტომობილით 3-ზე მეტი პირის მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი 3 000 ლარით დაჯარიმდება

31 მარტი, 2020 , 15:44

მსუბუქ ავტომობილში 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) განთავსებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკისრება. ამის შესახებ ცვლილებები „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთი

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

31 მარტი, 2020 , 12:50

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ გენერალუ

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინა

31 მარტი, 2020 , 12:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწე

პოლიცია ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის ფარგლებში არსებული შეზღუდვების კონტროლს ახორციელებს

31 მარტი, 2020 , 10:54

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინ