უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 აგვისტო, 2019 16:55
font-size

ვინ ყიდულობს „რუსთავი 2“ - ს

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ს ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე ყიდულობს. "პირველი რადიოს" ინფორმაციით, მოლაპარაკება კომპანიის 100%-ის მფლობელს, ქიბარ ხალვაშსა და კაპანაძეს შორის უკვე მიმდინარეობს.

გიორგი კაპანაძე, იგივე "რიჟა" 2012 წლის არჩევნების და "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არაერთ საქმეში ფიგურირებს. მათ შორის თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ.

გიორგი კაპანაძე, მეტსახელად „რიჟა“ ზესტაფონისფეროშენადნობთა ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ის მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა რამდენჯერმე დააკავა.

„რიჟამ“ საპატიმროში რამდენიმე თვე დაყო და ორი მილიონის გირაოს თანხის გადახდის შემდეგ, საქართველო დატოვა, თუმცა ირაკლი ოქრუაშვილის ემიგრაციაში წასვლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და ბიზნესაქმიანობაც განაგრძო.

შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გაყიდვის შესახებ ორი დღის წინ განაცხადა და ღია აუქციონიც გამოაცხადა. ჯერჯერობით მყიდველი ოფიციალურად არ გამოჩენილა, თუმცა სახელდება რამდენიმე სავარაუდო მყიდველი. მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და გია ჯორბენაძე.

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს ახალი მფლობელი გახდება თუ გიორგი კაპანაძე “რიჟა“ აღნიშნულზე ინფორმაციას არ ფლობს არხის გენერალური დირექტორი პაატა სალია.

როგორც “2020NEWS”-ს სალიამ განუცხადა, ჯერჯერობით “რუსთავი 2“-ს შესყიდვით დაინტერესებული პირი არ გამოჩენილა.

“ტელეკომპანია “რუსთავის 2“-ის შესყიდვასთან დაკავშირებით, დაინტერესებული პირები ჯერჯერობით არ გამოჩენილან. არ ვფლობ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი კაპანაძეს სურს ტელეკომპანიის “რუსთავი 2“-ს შეძენა. როგორც მოგეხსენებათ, განცხადება გაკეთდა და დასახელდა პირობა, ეს პირობა იყო საჯაროდ დასახელება შემსყიდველის სურვილისა და განზრახვისა, ალბათ საჯაროდ, რომ გაცხადდება ყველას გვეცოდინება, ვინ განაცხადა სურვილი “რუსთავი 2“-ს შეძენაზე. კომპანიის გაყიდვასთან დაკავშირებით, არავისთან ფარული მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ, როცა გამოჩნდება ყველა ერთად გავიგებთ ამ პირის შესახებ“,- განაცხადა სალიამ.

წყარო: პირველმა რადიო

თანამდებობიდან ჩემი წასვლა უკავშირდება შეთანხმებულ გეგმებს - ირაკლი ლექვინაძე

11 ნოემბერი, 2019 , 16:34

ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენის თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ლექვინაძე ამბობს, რომ მისი წასვლა ალტერნატიულ გეგმებს უკავშირდება, რომელთა შესახებაც უახლოეს მომავალში ისაუბრებს. „მეგობრებო,

კობა გვენეტაძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საკოლექციო მონეტა აჩუქა

11 ნოემბერი, 2019 , 15:50

ევროსაბჭო დაარსებიდან 70 წელს, ხოლო საქართველო ამ ორგანიზაციაში წევრობის 20 წლისთავს აღნიშნავს. ამ თარიღებთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა სპეციალური მონეტა გამოუშვა, რომელზეც, საქართველოსა და ევროსაბჭოს სიმბოლიკასთან ე

იანვარ-ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 8 მილიონს გადააჭარბა

11 ნოემბერი, 2019 , 15:50

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბრის პერიოდის მონაცემებით, საქართველოში 782 670 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.8%-ით აღემატება. მათივე ცნობით, საერ

დედაქალაქის რამდენიმე უბანში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

11 ნოემბერი, 2019 , 15:35

დედაქალაქის რამდენიმე უბანში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. „აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინ

„„გაერთიანებულ ოპოზიციის“ სამი წარმომადგენელი ობსტრუქციის მოწყობას შეეცადა - „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები ათენში ქართულ დიასპორას ხვდებიან

11 ნოემბერი, 2019 , 15:05

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები კახა კუკავა და გოგი წულაია, ათენში ქართულ დიასპორას ხვდებიან. ამის შესახებ „მედიანიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს. მათივე ინფორ

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე ლევან კალანდაძე თანამდებობებს ტოვებენ

11 ნოემბერი, 2019 , 15:05

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე ლევან კალანდაძე თანამდებობებს ტოვებენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რაც სააგენტოს თავად ლევან კალანდაძემ დაუდასტურა. კალ