უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 მარტი, 2019 14:57
font-size

„ვინ შექმნა ეს კრიმინალური მენტალიტეტი?- თქვენმა არაფორმალურმა მმართველმა ხომ არა” - სალომე სამადაშვილი

კრიმინალი და დანაშაული იზრდება სიღატაკესთან და სიღარიბესთან ერთად და ქართველი ხალხი არის თქვენგან გაღარიბებული და გაღატაკებული, - ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მისამართით გააკეთა.

პარლამენტში იმპლემენტაციის წესით პრემიერს უსმენენ და ქვეყანაში შექმნილ კრიმინალურ მდგომარეობაზე მსჯელობენ.

სალომე სამადაშვილისთვის მიუღებელია მთავრობის არგუმენტები, რომ თითქოს, ქვეყანაში კრიმინალური მენტალიტეტის გამო იზრდება დანაშაულის სტატისტიკა.

„ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა და იქნება ყოველთვის „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, რომელმაც შექმნა თანამედროვე სახელმწიფო და „ქართულ ოცნებას“ შორის, რომელმაც დაამსგავსა ჩვენი სახელმწიფო სამწუხაროდ, კრიმინალურ კარტერს.

მაშ თქვენ ამბობთ, რომ კრიმინალური მენტალიტეტის ბრალია დანაშაულის ზრდა და ვინ შექმნა ეს კრიმინალური მენტალიტეტი?- თქვენმა არაფორმალურმა მმართველმა ხომ არა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ქურდივით იბარებს ბიზნესმენებს საქმის გასარჩევად და ანაწილებს, ალაგებს საქმეებს ბიზნესმენს შორის ქურდული წესებით, კანონის და სამართალის გვერდის ავლით. თუ ბატონმა ფარცხალაძემ, რომელიც ხან ხალხს ურტყამს დაუსჯელად ქუჩაში და ხან სარდაფში ჩაჰყავს ხალხი საქმის გასარჩევად,“ - ამბობს სამადაშვილი.

სამადაშვილის თქმით, თავად ხელისუფლებაში არიან კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაახლოებული პირები.

„ვინ შექმნა კრიმინალური მენტალიტეტი ამ ქვეყანაში თუ არა მირზა სუბელიანმა, რომელმაც დაალაგა სარალიძის საქმე ისე, რომ დღემდე ვერავის ვერ გაურკვევია ვინ მოკლა დათო სარალიძე და მამამისი დღესაც დგას პარლამენტის წინ და ელოდება პასუხს ხელისუფლებისგან; თუ თქვენმა სუს-ის ხელმძღვანელმა, ბატონმა გომელაურმა, რომელმაც განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის გამტაცებელს, ალბათ, ვერასდროს ვერ იპოვიან, იმიტომ, რომ ბევრი საქმე გამოუძიებელი რჩება; თუ ქალბატონმა წულუკიანმა შექმნა კრიმინალური მენტალიტეტი, რომელიც ხან ქურდებთან სურათებს იღებს და ამ ტრიბუნიდან აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილის მკვლელობაში ვინ არის დამნაშავე არ იცის და არც აინტერესებს ; თუ ბატონმა კალაძემ, ასევე თქვენმა თანაგუნდელმა, რომელიც კრიმინალურ ავტორიტეტებს პირადად ხვდება და აცილებს მერე სხვა ქვეყნებში. ვინ შექმნა ეს კრიმინალური მენტალიტეტი, ბატონო პრემიერო, მაინტერესებს და საერთოდ აზრი როდის შეიცვალეთ იამზე, რომ ძალიან ფუნდამენტურად მიუღებელი იყო თქვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ იმიტომ, რომ რავიცი, შემომწირველებს შორის იყავით, როგორც აღმოჩნდა ენმ-ის მმართველობის პირობებში ამ პარტიის, და მთავარი მიზეზი, რომელზეც თქვენ აქ საერთოდ არ საუბრობთ. ბატონო პრემიერო, კრიმინალი და დანაშაული იზრდება სიღატაკესთან და სიღარიბესთან ერთად და ქართველი ხალხი არის თქვენგან გაღარიბებული და გაღატაკებული,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი