უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

11 თებერვალი, 2019 16:25
font-size

ვინც კლასებსა და კურსებზე საუბრობს და აფასებს,თვითონ უნდა იყოს რომელიმე კლასში - ეკა ბესელია

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს ზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი არაკონსტიტუციურს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავს ცვლილებებს ხელს "არც ერთი პირველკურსელი და თავმოყვარე იურისტი არ მოაწერდა".

ზარდიაშვილის ამ კომენტარს ეკა ბესელია პასუხობს:

„ვინც კლასებსა და კურსებზე საუბრობს და აფასებს, ვინ რომელ კურსზე უნდა იყოს ან ვინ რომელ კლასშია და რანგებს აანალიზებს, თვითონ უნდა იყოს რომელიმე კლასში. როცა არცერთ კლასში არაა და არცერთ კურსზე არა არის თავისი რანგით თუ კვალიფიკაციით, როგორც იურისტი, მათ ნაკლებად შეუძლიათ შეაფასონ ასეთი პროექტები“. - ამბობს ბესელია.

ეკა ბესელიას თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მისი ლობისტები პარლამენტში ძალიან ააღელვა მისმა საკანონმდებლო ინიციატივამ.

„დღეს მოვისმინე განცხადება, ერთ-ერთი მოსამართლე ამბობდა, რომ იუსტიციის საბჭომ უნდა დანიშნოს საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში. იუსტიციის საბჭოს უშტატოდ ისედაც ჰყავს ძალინ ბევრი წარმომადგენელი პარლამენტში და ჰყავს ლობისტები, რომლებიც სასამართლოზე პირველ პირში ლაპარაკობენ ხოლმე“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ბესელია და მისი თანამოაზრე დეპუტატები ფიქრობენ, რომ პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა 2025 წლამდე უნდა გადავადდეს. ცვლილებების პროექტს ხელსხელს აწერს 9 დეპუტატი.

საკანონმდებლო ცვლილების საკომიტეტო განხილვა პარლამენტში უახლოეს დღეებში დაიწყება.

,,წუხელ წერტილი დაესვა ყველანაირ იმედს, რომ ვინმეს სიკეთის მცირედი ნატამალი მაინც გააჩნია საპატრიარქოში”

16 თებერვალი, 2019 , 12:35

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე წინასწარი დიაგნოზით – ჰიპერტონული კრიზი, ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა, გუშინ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.  დეკანოზის ძმამ, თორნიკე

ქართველი მოსამართლეების ფეშენებელური სახლები - მოსამართლეები მილიონრების დასახლებიდან (ვიდეო)

16 თებერვალი, 2019 , 11:54

„შაბათის კურიერმა“ მოსამართლეების აგარაკებს და სახლებს მიაგნო, საუბარია მილიონობით ლარის ქონებაზე, რომელიც ახლო ნათესავებზეა გაფორმებული. „შაბათის კურიერმა“ მოსამართლეების აგარაკებს და სახლებს მი

ივანიშვილს სურს, მხოლოდ თვითონ იყოს ინვესტორი ქვეყანაში, ამიტომ ხელოვნურად აჩერებენ ინვესტორებს - ფადი ასლი

15 თებერვალი, 2019 , 15:40

„ბოლო ორი წელია, მთავრობა საერთოდ არ არის დაინტერესებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჩადებით ქვეყანაში,“- ეს განცხადება, „კურიერთან“ საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ გააკე

თბილისის მერის გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი - გიგი უგულავა

15 თებერვალი, 2019 , 13:35

ეს მორიგი პოპულისტური გადაწყვეტილებაა. მას შეიძლება, ბევრი მაქებარიც ჰყავდეს, მაგრამ პოპულისტურია, რადგან დედაქალაქის გენერალური გეგმა ჯერ ვერ დაამტკიცეს. - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, თბილისი

ეს არის პროცესი, რომელსაც წარმართავს პროკურატურა - გიორგი ქობულია “თიბისი ბანკის” საქმეზე

15 თებერვალი, 2019 , 13:35

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხში სამართალდამცავი უწყებები და პროკურატურა დეტალურად გაერკვევიან. „სამართალდამცა

K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა - გიორგი ტყემალაძე

15 თებერვალი, 2019 , 13:05

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქალაქის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს. გიორგი ტყემალაძის შეფასებით, თბილისის