უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 დეკემბერი, 2017 16:00
font-size

ვინც მკვლელობას შეესწრო, ყველა იმ ბავშვის დედა და მამა შვილებს მხარში უნდა დაუდგეს - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ურჩევს ყველა მშობელს, ვისი შვილიც შეესწრო ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, დაეხმაროს თავიანთ ბავშვებს, რათა ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

„ვინც მკვლელობას შეესწრო, ყველა იმ ბავშვის დედა და მამა შვილებს მხარში უნდა დაუდგეს, შიში დააძლევინოს და გააგებინოს, ბოროტების მხილების, მისი დაგმობის „ჩაშვებად“ მონათლვა, ფლიდებისა და მხდალების მოგონილი ტერორია და ნუ იქნებიან ამ ტერორის მორჩილი. მკვლელის დაფარვა ბოროტების ხელშეწყობა, დანაშაულში მონაწილეობის ტოლფასი, მკვლელის მიმართ სოლიდარობაა.

დედებსა და მამებს უნდა ჰქონდეთ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი, უკომპრომისო პოზიცია სადისტური მკვლელობის მიმართ. სხვანაირად ვერასდროს, ოდნავადაც კი წინ ვერ წავა ჩვენი ქვეყნის გონებრივი და ზნეობრივი განვითარება“, - დაწერა ფანჯიკიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

გუშინ ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი დღეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

ანა მებურიშვილი

“ძაღლის ჭირი თბილისში” – ვეტერინარები მოსახლეობას აფრთხილებენ

22 იანვარი, 2021 , 22:27

დედაქალაქში ძაღლების ჭირით ინფიცირების შემთხვევები განსაკუთრებით მომრავლდა. – ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. მათივე ცნობით, დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, ამიტომ ჭირით ინფიც

ძველ თბილისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

22 იანვარი, 2021 , 20:43

თბილისში, გერცელ ბააზოვის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი გავრცელებული იყო ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლზე. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების

მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს

22 იანვარი, 2021 , 17:41

რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ რუსთავში, მე-7 მიკრო რაიონში ერთ-ერთ საცხოვ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3. 3044 ლარი გახდა

22 იანვარი, 2021 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3044 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3010 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ახლა ვართ სტატისტიკურად პლატოს პერიოდში - თამარ გაბუნია

22 იანვარი, 2021 , 17:20

იანვრის შუა რიცხვებში მაინც იყო მცირედი მატება. ახლა ვართ სტატისტიკურად პლატოს პერიოდში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გასული წლის დეკემბერში რეგულაციების შემსუბუქების შედეგების შესახე

„გამჭოლი მზერით მიყურებდა და მეც ვუყურებდი მას გამჭოლი მზერით“ - გიორგი გაბუნიას საქმეზე ბრალდებული ვასამბეგ ბოკოვის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება

22 იანვარი, 2021 , 17:20

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გაბუნიას საქმეზე ბრალდებული ვასამბეგ ბოკოვის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ, მათ შორის გიორგი გაბუნია, ნიკა გვარამია და რ