უკან

კომენტარი

14 ოქტომბერი, 2019 11:21
font-size

ვინც პოპულიზმში დამადანაშაულა, რა იციან, რომელ ღმერთს ვგულისხმობდი? - გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება რეაქციებს მის ფრაზაზე - "ღმერთმა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო გამთლიანდეს".

მისი თქით, 12 ოქტომბერს, როცა მოქალაქეებს „გორის დღე“ მიულოცა, საქართველოს გამთლიანებაზე საუბრისას ფრაზა შეეშალა.

„ვინც პოპულიზმში დამადანაშაულა, რა იციან, რომელ ღმერთს ვგულისხმობდი? იქნებ, სხვა ღმერთს ვგულისხმობდი, არა უმრავლესობის? ფრაზა ამერია უბრალოდ. მე ვამბობდი ღმერთმა დაგვიფაროს ყველა, რომ ისევ ომი მოგვიწიოს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გამთლიანდეს სამშობლო-თქო.

ყველაზე კომიკური ამ ყველაფერში იყო, რომ ამაზე რეაგირება მოახდინეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმაც კი, დეპუტატებმა, მაგალითად თინა ბოკუჩავამ და სხვებმა „ფეისბუქზე“. ჩათვალეს, რომ ეს სააკაშვილის იმ, ჩემი აზრით, შავრაზმული განცხადების მარეაბილიტირებელი განცხადება იყო. ეს კომიკური იყო, იმიტომ, რომ პრობლემა ღმერთის ხსენებაში კი არ არის, პრობლემა არის თუ შენ ამ თემას იყენებ ოპონენტზე თავდასხმისთვის შავრაზმული პოზიციიდან, რასაც ქართული ოცნება, პატრიოტთა ალიანსი, ასავალ-დასავალი შვებოდნენ ჩვენს, ყველას წინააღმდეგ, ვარდების რევოლუციის მემკვიდრეების წინააღმდეგ და ძალიან სამწუხაროა, რომ სააკაშვილი დღეს იგივეს აკეთებს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში.

საკვანძო სიტყვები:

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან დაცლილი გადაწყვეტილება - გიორგი კვირიკაშვილი

15 ნოემბერი, 2019 , 11:00

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. „ქართული ოცნების&l

როდესაც მმართველი მორალსა და ზნეობას მიღმაა, იქ არჩევნებით არ მიდიან, აუცილებლად ომი იქნება - თინა ხიდაშელი

14 ნოემბერი, 2019 , 16:40

როდესაც მმართველი მორალსა და ზნეობას მიღმაა, იქ არჩევნებით არ მიდიან, აუცილებლად ომი იქნება, თოფებით ომი არ მიგულისხმია, თუმცა ის არც ამაზე დაიხევს უკან, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხ

ვულოცავ საზოგადობას, რომ პარლამენტი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე - დიმიტრი ხუნდაძე

14 ნოემბერი, 2019 , 15:30

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაეშალა დესტრუქციული გეგმა, ვულოცავ საზოგადოებას და ვულოცავ ქართველ ხალხს, რომ ქვეყანა ივლის სტაბილურად, ეყოლება ძლიერი მთავრობა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დეპუტატმა

“მწვანეს დააჭირეთ ბატონო ბიძინა”

13 ნოემბერი, 2019 , 15:45

მწვანეს დააჭირეთ ბატონო ბიძინა, თორემ ძალიან ცუდად წავა თქვენი საქმე, - ასე მიმართა მოძრაობა "სირცხვილია”-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, რითაც მას და ხელისუფლ

“თქვენ ამ პარლამენტში ხართ ბიძინა ივანიშვილის გოშიები`- სალომე სამადაშვილი უმრავლესობას

12 ნოემბერი, 2019 , 15:35

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდს მიმართა და "ქართულ ოცნება" "ბიძინა ივანიშვილის გოშიებად" მოიხსენია. "თქვენ და რუსეთი ხართ ერთი, ბიძინა ივანიშ

წყალტუბოს პროექტი ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მიერ 20 -მდე სანატორიუმის მისაკუთრებას, მის დაკონსერვებას - რომან გოცირიძე

11 ნოემბერი, 2019 , 15:50

"წყალტუბოს პროექტი ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მიერ 20 -მდე სანატორიუმის მისაკუთრებას, მის დაკონსერვებას ზუსტად ისევე, როგორც 10 წელია უპატრონოდ აგდია "ლაგუნა ვერე" თბილისის ცენტრში, 15 წელი უპატრონოდაა უზარმაზარი ტერიტორ