უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 აგვისტო, 2019 19:48
font-size

ვინც შეიძენს `რუსთავი 2“-ს, იქნება არაკეთილსინდისიერი მყიდველი - დავით დვალი

ქიბარ ხალვაშმა უკვე შეასრულა თავისი როლი ბიძინა ივანიშვილის სპექტაკლში და ახლა წარმოდგენაში სხვა პერსონაჟების დროა, - ასე აფასებს "კურიერთან" ინტერვიუში, ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი, დავით დვალი, ხალვაშის გადაწყვეტილებას, გაყიდოს 25-წლიანი ისტორიის მქონე ტელეკომპანია.

იგი მიიჩნევს, რომ ვინც არ უნდა იყოს სავარაუდო მყიდველი, ის ვერ იქნება კეთილსინდისიერი შემძენი.

„პირველ რიგში ყველაზე მოულოდნელი იყო ვადები, რომ ასე სწრაფად ხდება ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ჩქარობს და მოელის ჩვენგან და იგივე ეროსი კიწმარიშვილის სამართალმემკვიდრისგან, რაღაც ნაბიჯებს, რომელმაც შეიძლება ეს პროცესი შეაფერხოს. ზუსტად ამით ვხსნი იმას, რომ რაღაც ჯერ ეგ ერთი დაუგეგმავად, სრულად ადრე მოხდა და ის ვადა ერთკვირიანი, რომელიც გამოცხადდა.

ეს ერთკვირიანი გამჭირვალე პროცესი არის ჩვეულებრივი სპექტაკლი მაყურებლისთვის.

მე მინდა გავაფრთხილო ის პოტენციური მყიდველი, რომელიც გამოჩნდება არენაზე და რომელსაც ალბათ უშუალოდ და პირადადაც გავაფრთხილებ, რომ ვერანაირად ვერ გამოვა ის ამბავი, რომ ის იყოს კეთილსინდისიერი შემძენი. მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ საქმე გვაქვს გამოძიებაში და მთავარმა პროკურატურამ ჩვენ გვცნო დაზარალებულად. ეს ნიშნავს უკვე იმას, რომ გამოიკვეთა დანაშაული ჩვენს მიმართ. ეს ნიშნავს იმას, რომ წართმეული იყო ეს ტელევიზია. მაინც შეიძენს, მაგრამ სტატუსი არ ექნება კეთილსინდისიერი შემძენის,"-აცხადებს დავით დვალი.

"კურიერის" ჟურნალისტის შეკითხვაზე, დვალის მიერ ნახსენები "სპექტაკლის" რეჟისორი ვინ არის, "რუსთავი 2-ის" დამფუძნებელმა უპასუხა:

"რეჟისორი არის ბიძინა ივანიშვილი. სხვა რეჟისორს მე აქ ვერ ვხედავ. ჯერ ჯერობით სახელი და გვარი ჩვენ არ ვიცით, მან იცის. უკვე გადაწყვეტილია დარწმუნებული ვარ და ის აუცილებლად იქნება ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი ანუ ადამიანი რომელსაც ის ენდობა თავიდან ბოლომდე. ის სამწუხარო პროცესები, რომელსაც ვპროგნოზირებდით, გაძლებას გისურვებთ თქვენ და წარმატებებს მაგრამ მგონია, რომ ნელ-ნელა დაიწყება უკვე ის მექანიზმები, იმაზე ლაპარაკი, რომ ჯგუფის შევიწროებაზე, საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლა და ა.შ. ეგ ყველაფერი უკვე ახალი მფლობელის პირობებში მოხდება.“

დავით დვალი ასევე აცხადებს, რომ დამფუძნებლები მხრიდან სამართლებრივი დავა "რუსთავი 2-სთვის" გრძელდება და ისინი არ აპირებენ შეწყვიტონ ეს დავა იმ დრომდე სანამ კომპანიას არ დაიბრუნებენ.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2-ის" 100%-იანი წილის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა კომპანიის გაყიდვის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა.

წლის ბოლომდე დევნილებს კიდევ 270-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა გადაეცემათ - დიმიტრი ხუნდაძე

18 ოქტომბერი, 2019 , 16:00

„ბოლო წლების განმავლობაში დევნილთა ბინით უზრუნველყოფის ინტენსივობა გაზრდილია, მაგრამ ამ პრობლემის მასშტაბებიდან გამომდინარე, დაკმაყოფილების ტემპი ვერ ეწევა მოთხოვნებს. მის საბოლოო მოსაგვარებლად დრო სასურველზე ნაკლე

ნატოს მიერ გადმოცემული ავტოსატრანსპორტო ტექნიკა უკვე საქართველოშია

18 ოქტომბერი, 2019 , 15:25

ნატოს მიერ გადმოცემული ავტოსატრანსპორტო ტექნიკა უკვე საქართველოშია. ალიანსმა, „თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის“ ფარგლებში, ქართულ მხარეს ავტოტრანსპორტი გადასცა. ახალი ტექნიკის გადმოცემა

EQAR-ის პრეზიდენტი: „თქვენ ჩვენი - ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის სრულუფლებიანი წევრი ხართ”

18 ოქტომბერი, 2019 , 15:25

ერევანში, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის - ENQA-ს ყოველწლიურ გენერალური ასამბლეაზე, სადაც საქართველო როგორც ასოციაციის წევრი ქვეყანა ოფიციალურად წარადგინეს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარები

,,დელტას`` ბაზებზე რადიოაქტიური მასალების დეტექტირებისა და იდენტიფიკაციის ღონისძიებები ჩატარდა

18 ოქტომბერი, 2019 , 15:25

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ,,დელტას'' ბაზებზე რადიოაქტიური მასალების დეტექტირებისა და იდენტიფიკაციის ღონისძიებები ჩატარდა. სამუშაოები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადია

აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშემწყობი ახალი პროექტი იწყება

18 ოქტომბერი, 2019 , 15:25

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ახალი პროექტი „ეროვნული პარკები და ეკოტურიზმი“ იწყება. პროექტს, რომლის მიზანია დაცული ტერიტორიების

რე|ბანკის და Dog Organization Georgia-ს ერთობლივი პროექტი მიუსაფარი ძაღლებისთვის

18 ოქტომბერი, 2019 , 15:20

რე|ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში DOG (Dog Organization Georgia) - თან ერთად ახალ, სასარგებლო პროექტს განახორციელებს: DOG-ის თავშესაფრის ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში ფუნქციონირებას დაიწყებს ვეტერინარული ოთახ