უახლესი ამბები
- 29.06.2022 18:44ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა
- 29.06.2022 17:15ყვავებს გამოეყვნენ ქორები - რომან გოცირიძე `ოცნებიდან` წასულებზე
- 29.06.2022 17:08საქართველო მიესალმება ნატოში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს - ირაკლი ღარიბაშვილი
- 29.06.2022 16:58ნუ აცდებით რეალურ სამიზნეს – დიმიტრი ლაპარაკობს, ე.ი. ოცნება ლაპარაკობს - გია ხუხაშვილი
- 29.06.2022 16:46ბრალდებულს, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე თანასოფლელი მოკლა, მეუღლე კი დაჭრა, 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- 29.06.2022 16:11ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა, იმისთვის, რომ შესაძლებლობები ხელიდან არ იქნეს გაშვებული - კარლ ჰარცელი
- 29.06.2022 16:03მანანა კობახიძემ სუს-ის კრებსების საქმეზე იჩივლა და დაზარალებულის სტატუსს ითხოვს
- 29.06.2022 15:54სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
არქივი
კომენტარი


ვიოლა ფონ კრამონზე საერთოდ არ შეიძლება სერიოზული განცხადების გაკეთება - ირაკლი კობახიძე
ვიოლა ფონ კრამონზე საერთოდ არ შეიძლება სერიოზული განცხადების გაკეთება და ბევრი მიზეზი მაქვს ამისთვის. მათ შორის პიროვნული კონკრეტული ფაქტორების გამო, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის სტუმარი“ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას.
“რაც შეეხება მედიის თავისუფლების უკუსვლას, თქვენ რაში ხედავთ უკუსვლას მედიის თავისუფლების კუთხით. რა შეიცვალა, მაგალითად შარშან გვქონდა ბევრად უკეთესი მდგომარეობა, წელს უარესი, ამას ამბობენ ვიღაცები ფონ კრამონი და ა.შ. რა გვაქვს ასეთი ცვლილება. ყველა ტელევიზია ისევე მუშაობას, როგორც მუშაობდა შარშან, არავითარი ცვლილება არ არის. სად არის უკუსვლა? უკუსვლა არის აღქმებში. ამ აღქმებს აყალიბენენ აქ ნაცმოძრაობა, იქ ფოკრამონები, ფოტიგები და ა.შ. ეს არის სინამდვილეში ერთი პატარა ჯგუფი. ზუსტად ასეთი ადამიანები, რომლებიც მუდმივად უსამართლობისკენ უბიძგებენ სისტემას, არიან თავისი არსით ანტიევროკავშირი, რადგან ევროპული ღირებულებები არის ბევრი რამ, მაგრამ მათ შორის, ერთ-ერთი უმთავრესი არის სამართლის უზენაესობა. როდესაც 2012 წლიდან მოყოლებული შენ გთხოვენ, რომ კანონი არ აღასრულო და ეს არის მათი მთელი ხაზი, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპული ღირებულებები მათთან საერთოდ არ არის ახლოს. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა და ამას აქვს ერთადერთი მიზეზი – ისინი არიან კრიმინალების, კონკრეტული კრიმინალური პოლიტიკური ძალის მფარველები. „ნაცმოძრაობა“ რა დანაშაულს ჩადიოდა 2012 წელს არ იცოდა ვიოლა ფონ კრამონმა? ან არ იცოდა იგივე რიშმა და ა.შ. ყველამ იცოდა.
ვიოლა ფონ კრამონი სამართლინად რომ აფასებდეს ნაცმოძრაობა რა არის, მათ შორის დღესაც და გუშინ რა იყო, რომ ჰქონოდა მაშინაც და დღესაც სამართლიანი შეფასება, გვარამიაზე იმას არ იტყოდა, რასაც ახლა ამბობს. ძალიან კარგად იცის, რომ გენპროკურორობის დროს უამრავ საზიზღრობას აკეთებდა ის კაცი და ახლა „რუსთავი 2“ გაძარცვა. ეს იცის ვიოლა ფონ კრამონმა, მაგრამ სხვა რამეს ლაპარაკობს. რატომ? იმიტომ რომ არის კრიმინალების მფარველი“, – განაცხადა კობახიძემ.
ყვავებს გამოეყვნენ ქორები - რომან გოცირიძე `ოცნებიდან` წასულებზე
29 ივნისი, 2022 , 17:15

ნუ აცდებით რეალურ სამიზნეს – დიმიტრი ლაპარაკობს, ე.ი. ოცნება ლაპარაკობს - გია ხუხაშვილი
29 ივნისი, 2022 , 16:58

ვიზუალურად ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მდგომარეობა მძიმეა - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი
29 ივნისი, 2022 , 13:50
მომავალი 6 თვე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა პროცესის დასაწყებად და დროის ფუჭად დაკარგვის დრო არ არის - კელი დეგნანი
29 ივნისი, 2022 , 13:30
ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს - ილვესი კობახიძეს
28 ივნისი, 2022 , 13:31

უჩა მამაცაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
27 ივნისი, 2022 , 15:52