უკან

კომენტარი

23 ოქტომბერი, 2017 16:40
font-size

ვიქნები იქ, სადაც ყველაზე მეტ დისკომფორტს შევუქმნი ბიძინა ივანიშვილის - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიიტკური საბჭოს თავმჯდოპმარე არ აკონკრეტებს პარლამენტში, თუ თბილისის საკრებულოში გააგრძელებს საქმიანობას.

როგორც მელიამ ჟურნალისტებს პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, რომელზეც უნდა გადაწყდეს მიიღებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას იმ რეგიონებში სადაც კანდიდატი გამოვლენილი არ არის.

მელიას თქმით, ის იქნება იქ, სადაც მეტ დისკომფორტს შეუქმნის ბიძინა ივანიშვილს.

„მე ვიქნები იქ, სადაც ყველაზე მეტ დისკომფორტს შევუქმნი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას და ყველაზე მეტ სარგებელს მოვუტან საზოგადოებას

მოგეხსენებათ, პარტიის პოლიტიკური საბჭო გახლავთ მთავარი მმართველი ორგანო. ამ მმართველი ორგანოს ფარგლებში, ჩვენ ძალიან ბევრ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ. უნდა შეფასდეს, თუ რა მოხდა ადგილობრივ არჩევნებზე, სად რა სახის მძიმე დარღვევები იყო ხელისუფლების მხრიდან. ბუნებრივია, გაცილებით უფრო დეტალურად მოგახსენებთ მას შემდეგ, რაც დასრულდება შეხვედრა, რომელიც შესაძლოა, რამდენიმე საათი გაგრძელდეს“,- განაცხადა მელიამ.

რაც შეეხება საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" შესვლის საკითხს, როგორც მელიამ აღნიშნა, ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება.

„ყველა არენაზე განახლებულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იბრძოლოს, ეს იქნება საპარლამენტო, ადგილობრივი თვითმმართველობის თუ მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებში. ამიტომ ეს საკითხი არ დგას“, - განაცხადა მელიამ.

ნიკა მელია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს სიის პირველი ნომერი იყო. პარტიამ არჩევნებში ზღვარი გადალახა და დედაქალაქის საკრებულოში 5 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

მონიკა დავლიანიძე

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

გრიგორიადისის უკვე დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოვითხოვთ და შევისწავლით - ლევან იოსელიანი

12 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოითხოვს და დამატებით შეისწავლის. ამის შესახებ იოსელიანმა მ

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა - შალვა პაპუაშვილი

12 აპრილი, 2024 , 14:22

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუა

„ძვირფასო` ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს - ლევან ხაბეიშვილი

12 აპრილი, 2024 , 12:11

„ძვირფასო" ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! რამდენიმე თვეა, მაქსიმუმ დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით, - ამის შესახ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი