უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 თებერვალი, 2017 17:00
font-size

ვიქტორ დოლიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

დღეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებშ ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს კესტუტის იანკაუსკასს შეხვდა.

ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ეს არის ერთადერთი საერთაშორისო კომპონენტი მონიტორინგის, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიის ხაზის გასწვრივ ოპერირებს და მოქმედებს. ასევე მათი წვლილი ძალიან დიდია საერთაშორისო მექანიზმში, როგორიცაა ინციდენტების პრევენციის მექანიზმი და მოგეხსენებათ, გალში აღდგა ამგვარი შეხვედრები და, ბუნებრივია, ისინი უზრუნველყოფენ გადაადგილებას. თვითონ ბატონი იაკოვსკიც ძალიან ახლო მეგობარია ჩვენი ქვეყნის და მისი წარმომადგენლები, რომელთაგან ყველაზე მეტი ადამიანი იმყოფება საქართველოში, ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ. ვისაუბრეთ პოლიტიკურ თემებზეც, შევეხეთ მათ შორის ნატო-ს დაგეგმილ სამიტს, საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, იმ წარმატებებს, რაც შესაძლებელია ჩვენ ამ ურთიერთობიდან გამოვიტანოთ. საქართველოს ხელისუფლება და ჩვენი აპარატი არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული იმაზე, თუ რა გვინდა, რა გვჭირდება და რა შესაძლო მიზნებს შეიძლება მოემსახუროს აღმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილი სამიტი. დეტალურად მიმოვიხილეთ ის დარღვევები, ის პროვოკაციული ქმედებები და არა მხოლოდ ქმედებები, განცხადებები და რუსეთის მიერ დაგეგმილი პროვოკაციები, რომელიც თუნდაც ეხება რეფერენდუმის მოწყობას და ა.შ. „-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ის, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ადგილზე თავად მონიტორინგის სისტემა: „აფხაზეთის ოკუპირებული ხაზის გასწვრივ იქნება, თუ იგივე ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მომავალში, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ახალი ინიციატივები, რომელიც შემუშავების პროცესშია ქალბატონ ქეთი ციხელაშვილის და მისი უწყების მიერ-უფრო მეტი კონტაქტი ხალხებს შორის, უფრო მეტი ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული, თუ ჰუმანიტარული ურთიერთობების გახსნა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ხელს შეუწყობს რეინტეგრაციის პროცესს ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების ისევე, როგორც წაადგება ქვეყნის მომავალ გამთლიანებას, რაშიც ეჭვი არავის ეპარება. უმთავრესი მიზანი, რასაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჰქვია, ეს არის ყველასთვის, მათ შორის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნის უმთავრესი მიზანი და დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ პროგრესი გვექნება მომავალში“,-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა რაოდენობა საკმარისია, უბრალოდ შესაძლებელია ტექნიკური საშუალებების მეტად განვითარება და შესაბამისად, მათი ეფექტიანობის გაზრდა: „ჯერჯერობით ის რაოდენობა, რომელიც არის, 200-ზე მეტი ადამიანი, ვფიქრობთ, საკმარისია. ვნახოთ, მომავალში შესაძლებელია ტექნიკური საშუალებების უფრო მეტად განვითარება, მეტი სიახლის შეტანა. ამაზე ფიქრობენ როგორც მისიის წარმომადგენლები, ისე-ჩვენც. ძალიან მნიშვნელოვანია, იგივე ხურჩაში მომხდარი მოვლენების შემდგომ, რომ 24 საათიანი მონიტორინგი, დაფიქსირება ამ ყველაფერის ხდებოდეს. გაუმჯობესების იმედი ნამდვილად მაქვს. უფრო ახალი ელემენტების უფრო მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბებაზეა საუბარი. ბუნებრივია, 24 საათიანი რეჟიმი ისედაც წარმოებს.საკმაოდ დიდი რაოდენობაა დამკვირვებლების განლაგებული, მაგრამ ეფექტურიბის გაზრდა, დამეთანხმებით, ყოველთვის მნიშვნელოვანია“,-განუცხადა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს.

საკვანძო სიტყვები:

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი