უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 სექტემბერი, 2017 13:35
font-size

ვიქტორ დოლიძემ დანიაში შეხვედრები გამართა

„ახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ასევე, მომავალ წელს გაიმართება ნატოს სამიტი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ როგორც ინტეგრაციული თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმების თვალსაზრისით, სადაც, მინდა გითხრათ, რომ როგორც ექსპერტული, ისე ფინანსური კონტრიბუცია დანიის არის ძალიან დიდი“-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითებში სახელმწიფო მინისტრმა ვიტორ დოლიძემ დანიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ.

21-22 სექტემბერს, ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრები გამართა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბერლინგ ლიზბერგთან, მუდმივმოქმედი სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან მიქელ სტარბეკ კრისტენსენთან (პრემიერ- მინისტრის აპარატი) და პარლამენტის (Folketing)საგარეო პოლიტიკის, თავდაცვის და ევროპული კომიტეტების წევრებთან.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ევროპელი პარტნიორების პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიმართულებით. აგრეთვე, გამოთქვა იმედი სხვადასხვა სფეროში, მათ შორის განათლების მიმართულებით, კიდევ უფრო მეტი დახმარების პროგრამების განხორციელების თაობაზე.

დანიური მხარის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარებისა და საგარეო გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით.

„ჩვენ ვმუშაობთ ბრიუსელში, რომ საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი ჯეროვნად აისახოს ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის გადაწყვეტილებებში. დანიის სამეფო აფასებს საქართველოს ევროპულ, ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და იმ წვლილს, რომელიც თქვენს ქვეყანას შეაქვს უსაფრთხოების მიმართულებით“-განუცხადეს სახელმწიფო მინისტრს და განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის.

ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა დანიურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვისა და რეფორმების პროცესში გაწეული ფინანსური და ექსპერტული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის.

შეხვედრებზე, ასევე, იმსჯელეს ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მისი განეიტრალების მექანიზმებზე.

აღნიშნულ თემებზე ისაუბრა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ დანიის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტშიც (DIIS) მრგვალი მაგიდის ფორმატში პოლიტიკური მკვლევარებისა და ანალიტიკოსების მონაწილეობით გამართულ დისკუსიაზე. შეხვედრის მონაწილეები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს ხედვითა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით საქართველოს სამოქმედო გეგმით დაინტერესდნენ. სახელმწიფო მინისტრმა ღონისძიების მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა, ასევე, დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივებსა და დაგეგმილ რეფორმებზე.

საკვანძო სიტყვები:

გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადება საქართველოში გატარებული რეფორმების აღიარებაა - დავით ზალკალიანი

21 ივლისი, 2018 , 10:55

„მივესალმები გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანასთან დაკავშირებით, ეს არის კიდევ ერთი აღიარება იმ რეფორმების რომლებიც საქართველოში ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების შემდეგ ხორ

პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

21 ივლისი, 2018 , 10:55

საქართველოს პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო, მას მხარი 78 პარლამენტარმა დაუჭირა. აღნიშნული კანონპროექტი, მის თანმდევ კანონპროექტთა პაკეტთან ერთად, პარლამენტარებს ეკ

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის რეფორმებს, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად - იოჰანეს ჰანი

21 ივლისი, 2018 , 10:55

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატი და ვიზალიბერალიზაცია იყო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოე

გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ ნიშნავს გავიაზროთ ეს გზა და დასახულ მიზანს მივაღწიოთ შეთანხმებებით და კომპრომისებით - გიორგი მარგველაშვილი

21 ივლისი, 2018 , 10:55

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" პროექტის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა, რომელსაც სტუდენტები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზ

პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა

21 ივლისი, 2018 , 10:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მღებრიშვილმა განცხადებით გადადგომის შესახებ პრემ

ვიმსახურებთ პასუხს იმაზე, რაზე ვერ შეთანხმდნენ კვირიკაშვილი და ივანიშვილი - გიორგი მარგველაშვილი

21 ივლისი, 2018 , 10:55

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს ავტორიტეტი და ნდობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ. როგორც პრეზიდენტმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლ

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან