უკან

საზოგადოება

15 მარტი, 2019 19:50
font-size

ვიქტორ დოლიძემ გიორგი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს ფარგლებში ისაუბრა

ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში, ევროკავშირის დელეგაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელსაც ევროკაშირის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელები ესწრებოდნენ.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა შეხვედრის ფარგლებში განცხადება გააკეთა და ევროკავშირსა და მეგობარ ქვეყნებს საქართველოს შესახებ რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიქტორ დოლიძემ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე. მან კოლეგებს მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ ამჟამად ქართული მხარე ინტენსიურად მუშაობს, რათა ყველა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტის გამოყენებით, დროულად დადგინდეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებები. აღნიშნულზე საუბრისას, მან ასევე ხაზი გაუსვა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას რომლის თანახმადაც შემუშავებულია „ტატუნაშვილი - ოთხოზორიას“ სია.

ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვოლტერ სტივენსმა მწუხარება გამოთქვა აღნიშნულთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მიადევნებს თვალს მოვლენების განვითარებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისთანავე საერთაშორისო თანამეგობრობას ასევე მიეწოდება შესაბამისი ცნობები.

აღნიშნული შეხვედრა ევროკავშირის მისიაში გაიმართა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიაზე ევროკავშირის მიერ ინიცირებული რეზოლუციების განხილვა და ევროკავშირის პრიორიტეტების შესახებ დისკუსიის გამართვა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის, ისლანდიის, ნიდერლანდების, მალტის, მოლდოვას, ავსტრიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, ბულგარეთის, პოლონეთის, ესტონეთის, სლოვაკეთის, მონტენეგროს, უნგრეთის, პორტუგალიის, იტალიის, შვეიცარიის, სერბეთის, ესპანეთის, ალბანეთის, კვიპროსის, ხორვატიის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, დანიისა, ფინეთისა და ირლანდიის წარმომადგნელები.

განახლდა ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა მთის მოსახლეობასთან - ლაშა ჩხარტიშვილი

23 მარტი, 2019 , 20:34

ლეიბორისტული პარტია ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას აპროტესტებს. პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის განმარტებით, მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, რაც მოსა

ვინ აიძულებს ივანიშვილს ხელისუფლების გადაბარებას - სანდრო ბრეგაძე სკანდალურ პოსტს ავრცელებს

23 მარტი, 2019 , 16:26

"ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში ხელისუფლების შეცვლის გეგმაზე წერს, რომელიც შესთავაზა ამერიკამ ბიძინა ივანიშვილს. “გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ !!! 2 კვირის წინ ამერიკის სახელმწიფო დე

„ნუ ჩამაბეტონებ!` - დიდ დიღომში მოსახლეობამ აქცია გამართა

23 მარტი, 2019 , 14:57

„ნუ ჩამაბეტონებ!" - ამ მოთხოვნით დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერში, მოსახლეობამ აქცია გამართა და საფეხბურთო სტადიონზე დაწყებული მშენებლობა გააპროტესტა. აქციის მონაწილეების თქმით, შპს აკა დე

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

23 მარტი, 2019 , 13:05

საფრანგეთში საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრები ან ტურისტული მიზნით მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. „როგორც მოგეხსენებათ, შაბათს, მ.წ. 23 მარტს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენ

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოზიტიურად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას ოჯახში ძალადობის ფაქტებზე

23 მარტი, 2019 , 12:24

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ოჯახში ძალადობისაგან დაცვისა და პრევენციის მექანიზნების ეფექტიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის პერიოდი მოიცავს 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით არსებულ პერიოდს. ანგ

მერაბ კოკოჩაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა

22 მარტი, 2019 , 19:00

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისორის, სახალხო არტისტის, საზოგადო მოღვაწის, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო-ტელე-ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფე