უკან

პოლიტიკა

15 თებერვალი, 2017 14:45
font-size

ვიქტორ დოლიძემ ლატვიაში სამუშაო ვიზიტი დაასრულა

14 თებერვალს, ლატვიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა საეიმა-ს (პარლამენტი) საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან ოიარს ერიკს კალნინშთან.

მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პერსპქტივებზე ისაუბრეს. ოიარს ერიკ კალნინშმა მიულოცა ქართულ მხარეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით მიღწეული წარმატება, ევროპარლამენტის მხარდაჭერა და აღნიშნა ასოცირების შეთანხმების კუთხით საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი. „საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე პოზიტიური ისტორია“-განაცხადა საეიმას საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ და კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის მზაობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ხელშეწყობის თაობაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარებაც მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლების გატაცების გახშირებულ ფაქტებზე. აგრეთვე, ოიარს ერიკ კალნინშმა შეშფოთება გამოთქვა ცხინვალის რეგიონისათვის სახელის გადარქმევის მიზნით ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნის გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლატვია მუდმივად იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი.

აგრეთვე, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა მონაწილეობა მიიღო რიგის ევროპის სახლში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში. ღონისძიება ლატვიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტისა და ლატვიაში საქართველოს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული. დისკუსიაში სხვადასხვა კვლევთი ცენტრებისა და რიგაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ვიქტორ დოლიძემ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესზე, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებსა და მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ნატოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტების მნიშვნელობაზე, მზადებასა და მოლოდინებზე. დისკუსიის მონაწილეებმა რეგიონში უსაფრთხოების ვითარებაზე ისაუბრეს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს, მათ შორის, გაძლიერებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერების მნიშვნელობაზე. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნულ თემებზე დისკუსიის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.

საკვანძო სიტყვები:

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი