უკან

პოლიტიკა

21 აპრილი, 2017 17:00
font-size

ვიქტორ დოლიძემ ნიდერლანდების სამეფოში შეხვედრები გამართა

20 აპრილს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძე ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ბერტ კუნდერსს შეხვდა. შეხვედრა ქ.ჰააგაში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მიერ დაფიქსირებული პროგრესი. ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა ნიდერლანდების სამეფოს მზაობა მომავალშიც განაგრძოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა და სხვადასხვა პროექტების ხელშეწყობა როგორც სტარტეგიული კომუნიკაციის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და განათლების მიმართულებით.

„ჩვენ განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, როგორიცაა რუსეთის პროვოკაციული მოქმედებები, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ანექსიის თვალსაზრისით გადადგმული. მადლობა გადავუხადეთ ჩვენს ჰოლანდიელ კოლეგებს მხარდაჭერისთვის როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ ფორმატებში, რომელსაც ისინი ყოველთვის იჩენენ ევროკავშირის, ნატოს, თუ სხვა მიმართულებით და რა თქმა უნდა განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე ის სექტორალური რეფორმები, რომელიც ხელს უწყობს ასოცირების შეთანხმების განხორციელებას, ნატოსთან ურთიერთობები, ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ინტეგრაციის თემები.“-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სახელმწიფო მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებსაც შეხვდა. ჰოლანდიის ახლად არჩეული პარლამენტის წევრები ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებებით დაინტერესდნენ. ვიქტორ დოლიძემ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ფარგლებში სხვადასხვა სფეროში განხოციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ჰოლანდიურ მხარეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას პარტნიორ ქვეყნებთან ევროკავშირსა და ნატოში ინტერაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯების მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიმართულებით.

სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, შეხვედრა გამართა დემოკრატიისა და სარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტის (IDEA International) ჰააგის ოფისში. სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციის მიზანია მდგრადი დემოკრატიის ხელშეწყობა მთელს მსოფლიოში. ვიქტორ დოლიძემ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები პროგრამების ხელმძღვანელთან სემ ვან დერ სტააკთან განიხილა.

მხარეებმა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და გამტკიცების ხელშეწყობის მიზნით კონკრეტული პროგრამების განხორციელების შესაძლებლობაზე იმსჯელეს.

21 აპრილს, ვიზიტის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ჰააგის ევროპის სახლში გაიმართა სახელმწიფო მინისტრის ლექცია და ფოტო-გამოფენა „Georgias European way“. ღონისძიებას ჰააგაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კვლევითი ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჩვენ მოვიზიდეთ მილიარდობით დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ხოლო უმუშევრობის დონე დაეცა - გიორგი კვირიკაშვილი

29 აპრილი, 2017 , 17:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის საელჩოს ყოფილ შენობაში შეკრებილ სტუმრებს, საქართველოს მიერ 25

საქართველომ აირჩია დასავლური გეზი და მას შემდეგ უკან აღარ მიუხედავს - გიორგი კვირიკაშვილი

29 აპრილი, 2017 , 16:35

შარშან ჩვენ აღვნიშნეთ საბჭოთა კავშირისგან საქართველოს გათავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავი. ეს იყო ისტორიული მომენტი ჩვენთვის, რომლის შემდეგაც შეიძლება მხოლოდ წინსვლა და არც ერთი ნაბიჯი უკან, - განაც

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან ჩვენ პარტნიორები ვართ - იან კელი

29 აპრილი, 2017 , 16:20

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან ჩვენ პარტნიორები ვართ და გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, - განუცხადა ჟურნალისტებს ამერიკის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ საქართველო- ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთ

ამერიკასა და საქართველოს საერთო ფასეულობები აერთიანებს - გიორგი მარგველაშვილი

29 აპრილი, 2017 , 16:20

დღეს ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი ისტორიული დღეა, ჩვენს ურთიერთობებს 25 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბ

გაერო-სთან აკრედიტებული ელჩები საქართველოს სტუმრობენ

29 აპრილი, 2017 , 12:45

საქართველოს გაერო-სთან აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები ეწვევიან. საინფორმაციო ტურის ფარგლებში უცხოელი დიპლომატები გაეცნობიან საქართველოს, მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს, ქვეყნის ეკონომიკურ შ

„ევროპული საქართველო“ „ქართულ ოცნებას“ ნეპოტიზმში ადანაშაულებს

29 აპრილი, 2017 , 12:45

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი, თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული ნეპოტიზმის ფაქტები გაასაჯაროვა. ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, უწყებაში პარლამენტის ადა