უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

6 დეკემბერი, 2019 14:20
font-size

ვიქტორ დოლიძემ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა

ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორთან, მარტინ შუეპთან და ბალკანეთში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ოპერაციების კოორდინატორთან, ნიკოლას ფლორისთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანანო დაკავების შესახებ განახლებული ინფორმაციის გაცვლა.

ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ არსებულ საგანგაშო მდგომარეობას. მან შეშფოთება გამოთქვა ბოლო დროს საოკუპაციო რეჟიმის გახშირებული პროვოკაციული მოქმედებების გამო და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

შეხვედრის ფარგლებში, წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა განახლებული ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს წარმომადგენელს ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით ICRC-ს აქტიური ჩართულობის თაობაზე და განაცხადეს რომ რეგულარულ რეჟიმში, ორკვირიანი ინტერვალით განაგრძობენ მის მონახულებას. მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ ყოველდღიური კავშირი აღნიშნულ საკითხზე და მოვლენების განვითარების კვალდაკვალ გაცვალონ ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ ICRC-ს წარმომადგენლებთან აღნიშნულ საკითხზე ვიქტორ დოლიძემ პირველი შეხვედრა 8 ნოემბერს გამართა.

საქართველოს მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშვილის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო დაკავების შესახებ ვიქტორ დოლიძემ ასევე შეხვედრები გამართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) პრეზიდენტთან პიტერ მაურერთან, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის (OHCHR) ამერიკის, ევროპისა და ცენტრალური აზიის სექციის ხელმძღვანელთან, ხოსე მარია არანასთან, ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, ანჯელა ლი როსისთან, ჟენევაში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლობის ადამიანის უფლებათა სექციის ხელმძღვანელთან, ბელა სზომბატისთან, ჟენევაში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელთან, მარკ კასაირთან და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების შესახებ სპეციალურ მომხსენებელთან, სესილია ხიმენეს-დამარისთან.

ვიქტორ დოლიძემ მათ დეტალურად მიაწოდა საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ ინფომრაცია და ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების დროული და ეფექტური რეაგირების აუცილებლობაზე.

მოვუწოდებ ორივე მხარეს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი დაპირისპირებისგან - გიორგი ტყემალაძე

24 იანვარი, 2020 , 16:25

მინდა, ორივეს ვუთხრა, შეიკავონ თავი დაპირპისრებისგან და სამუშაო რეჟიმში, პოლიტიკურ ჭრილში გადავიყვანოთ პროცესები, – ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა. „დღეს საკრებუ

ოკუპირებული ახალგორიდან გადმოსასვლელი დროებით გაიხსნა

24 იანვარი, 2020 , 14:25

საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებული ახალგორიდან გადმოსასვლელი დროებით გახსნა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ახალგორის რაიონის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განუცხადა. როგორც ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, ოკუპირებული ახ

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, 14 000-მდე ოჯახი, გათბობით უზრუნველყოფისათვის 200-ლარიან ვაუჩერს მიიღებს - ქეთევან ციხელაშვილი

21 იანვარი, 2020 , 16:05

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 13 859 ოჯახის გათბობით უზრუნველყოფისთვის ვაუჩერების დარიგების საკითხს ეხმაურება. ქეთევან ციხელაშვი

საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ნაგებობები აღმართეს - სუს-ი

21 იანვარი, 2020 , 11:35

საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ნაგებობები აღმართეს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს მავთულხლართების ე.წ. საზღვრი

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს - როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს

16 იანვარი, 2020 , 12:05

სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოხუმში განვითარებული მოვლენების შემდეგ ოპოზიციის ლიდერმა და „პრეზიდენტობის&ld

დე ფაქტო ხელისუფლებას მოვუწოდებთ გახსნას გამშვები პუნქტები - ელიზაბეთ რუდი

15 იანვარი, 2020 , 16:35

"კვლავ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას გამშვები პუნქტები", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ქვეშში რეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`