უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
მსოფლიო
ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავს 04.07.2012 15:18

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო, ვადამდელი საპარლმენტო არჩევნების დაინიშვნას არ გამორიცხავს.

რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ იანუკოვიჩმა პარლამენტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას განაცხადა.

,,ვიქტორ იანუკოვიჩი პარლამენტის მუშაობის დასტაბილურების შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავს”-აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს ყველასათვის მოულოდნელად უკრაინის უმაღლესმა რადამ მთლიანობაში დაამტკიცა კანონპროექტი ენების შესახებ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კერჭისყრისათვის ხელის შეშლა სცადეს, თუმცა უმრავლესობამ პროცედურის ჩატარება მაინც შეძლო.

რადის მიერ მიღებული დოკუმენტი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ენის მოქმედების არეალის გაფართოებას ითვალისწინებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებსა და ოპოზიციონერებს შორის შეტაკებებიც მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ქვეყანაში შექმნილი სიტუაიციდან გამომდინარე უკრაინის რადის სპიკერი ვლადიმირ ლიტვინი თანამდებობიდან გადადგა.