პოლიტიკა


ვირეშმაკოლოგმა ბოკერიამ კარგად გათვალა - ანდრო ბარნოვი
ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი ანდრო ბარნოვი გიგი უგულავას წერილს ეხმაურება. მისი თქმით, უგულავას ნათქვამი, რომ მიხეილ სააკაშვილს პარტიაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად არ მოიაზრებდნენ და ამის შესახებ მხოლოდ 20-მა კაცმა იცოდა - ადასტურებს პარტიაში არსებულ მდგომარეობას, რომ ,,გაქნილი ჯგუფის მანიპულაციებს ეწირება პარტიაც და ქვეყანაც“.
ანდრო ბარნოვი ასევე აღნიშნავს, რომ პარტიაში გათვალეს, მიხიელ სააკაშვილის სახელით ხმები აეღოთ, შემდეგ კი პარტიის შიგნით სიტუაციას ,,ეს 20 კაცი დაალაგებდა“.
,,წერილი, რომელსაც გიგი უგულავა აწერს ხელს, ვრცელ პასუხს იმსახურებს, მაგრამ მოკლედ სათქმელიც არსებობს.1. რანაირად არ იყო მიშა სააკაშვილი პარტიის პრემიერობის კანდიდატი, თუ ამის შესახებ სულ 20-მა კაცმა იცოდა? პოლიტსაბჭო ხომ 60-ზე მეტი ადამიანისაგან შედგება? და მხარდამჭერების აზრიც არ აინტერესებდა ამ 20 კაცს?:) საქმე ისაა, რომ ეს არ არის შემთხვევით გაპარული ლაფსუსი ამ წერილში. სიმართლეა და ადასტურებს იმ მდგომარეობას, რომელიც პარტიაში რეალურად არის. პატარა გაქნილი ჯგუფის მანიპულაციებს ეწირება პარტიაც და ქვეყანაც...
2. ადრე უნდა გვეთქვა, რომ მიშა აღარ იყო ლიდერიო. შეცდომააო. შეცდომა კი არა, კაი ვირეშმაკული გათვლაა, ბატონო ჩემო. ეგ რომ გეთქვათ, მერე ხმებს როგორ მიიღებდით? მაგრამ ვირეშმაკოლოგმა ბოკერიამ და შანტრაპამ კარგად გათვალა: ჯერ ხმებს აიღებდნენ მიშას სახელით და მერე ეს 20 კაცი „დაალაგებდა“ შიგნით.
ახლა ამათ გონიათ, რამე მოიგეს. დანარჩენზე მერე ვიტყვი“ , - წერს ანდრო ბარნოვი.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:

ქვეყნის განვითარებისათვის სასურველია პროპორციულ საარჩევნო წესზე რაც შეიძლება მალე გადასვლა - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“
6 დეკემბერი, 2019 , 17:20

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს
6 დეკემბერი, 2019 , 16:10

ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, თუმცა არ ჩვენ ვართ ცოტა - დიმიტრი ხუნდაძე
6 დეკემბერი, 2019 , 16:10

ივანიშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, კიდევ ერთხელ გამოიწვიოს ქართული პოლიტიკური სპექტრი და ფართო საზოგადოება - „თავისუფალი დემოკრატები“
6 დეკემბერი, 2019 , 15:10

ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის საფრთხეს - გიორგი მარგველაშვილი
6 დეკემბერი, 2019 , 14:06

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება - ნინო ბურჯანაძე
6 დეკემბერი, 2019 , 10:50