უახლესი ამბები
- 23.01.2021 17:35ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
- 23.01.2021 17:35გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
- 23.01.2021 17:35მოსკოვში ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს
- 23.01.2021 17:10ქვეყანაში ვითარების „გაცხელებაზე” სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში, ცივი გონებით მოქმედება სჯობს -არჩილ თალაკვაძე
- 23.01.2021 17:10რატომ შეუზღუდეს გიგი უგულავას ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის უფლება - შსს განცხადებას ავრცელებს
- 23.01.2021 17:10ოპოზიციის სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს
- 23.01.2021 16:05სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან განიხილა
- 23.01.2021 16:0548%-იანი პარტია, 52% ამომრჩეველს უცხადებს უარს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე, ეს არის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გზა - მამუკა ხაზარაძე
- 23.01.2021 16:05„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის სამდივნო აირჩია
- 23.01.2021 15:00„ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“ - თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს
არქივი
საზოგადოება


ვის ჩაუტარდება აგრესიული ტესტირება? - სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა
საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ, ცნობილია.
ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა.
დოკუმენტის თანახმად, ორგანიზებულ ჯგუფებს, ასევე თავშეყრის ადგილებში მყოფ უსიმპტომო პირებს უტარდება სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით, პარალელურად შესაძლებელია ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებაც.
„თუ ორგანიზებულ ჯგუფებთან მყოფ პირებს დაუდგინდება ინფექცია, ისინი განიხილებიან, როგორც სავარაუდო კონტაქტები და მიეცემათ თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი. ასევე უნდა აიღონ ცხვირ-ხახის ნაცხი ანტიგენის ან პჯრ კვლევისთვის; შეტყობინება ეგზავნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. გროვდება დეტალური ეპიდანამნეზი კონტაქტების მიდევნებისათვის. თუ ტესტის პასუხი უარყოფითია, სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში ტარდება განმეორებითი ტესტირება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, სწრაფი ტესტირება უტარდება მაღალი რისკის კონტიგენტს სპეციფიური სიმპტომებით.
„ამ კატეგორიაში განიხილება შემდეგი პრიორიტეტული ჯგუფები: თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები; სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები და იზოლაციისთვის (კარანტინი) განკუთვნილ 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ COVID-19-თვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები; სიმპტომური პაციენტები მაღალი რისკის ზონებიდან; პირები სპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტების კლასტერიდან (კლასტერი = 2 ან მეტი ადამიანი სპეციფიკური სიმპტომებით). უსიმპტომო პირები მაღალი რისკის ჯგუფებიდან სტრატეგიულ ობიექტებში - უსიმპტომო მედპერსონალს ადგილზე უტარდება სწრაფი ტესტი ანტისხეულებზე IgM/IgG (Ag-ზე ტესტირება, ან პჯრ არ ესაჭიროებათ).
თუ შედეგი ქმედება ანტისხეულებზე დადებითია: პირს უტარდება თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი; შეტყობინება ეგზავნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს; გროვდება დეტალური ეპიდანამნეზი კონტაქტების მიდევნებისათვის.
თუ მხოლოდ IgG არის დადებითი, შესაძლებელია მუშაობის გაგრძელება ჩვეულ რეჟიმში. ხოლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, განმეორებით ტარდება სწრაფი ტესტირება 2 კვირაში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
რაც შეეხება ჰოსპიტალიზებულ და ამბულატორიულ პაციენტებს, დოკუმენტის თანახმად, ამ ჯგუფში ერთიანდებიან ის პირები, ვისაც აღენიშნება COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები, კერძოდ: ყველა ის პირი, ვინც შემთხვევის განმარტების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს; პოსპიტალიზებული პაციენტები უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიის დიაგნოზით; ამბულატორიული პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები და ცხელება, დისტანციურად გადიან ოჯახის ექიმის კონსულტაციას (სატელეფონო/ან სხვა) და დანიშნულების შემთხვევაში მიმართავენ შესაბამის კლინიკას, სადაც ჩაუტადებათ ტესტირება.
„ამ ჯგუფში გაერთიანებულ პირებს ტესტირება უტარდებათ ე.წ. „ცხელების კლინიკებში“ შესაბამისი რესურსის არსებობის შემთხვევაში პჯრ მეთოდით, სხვა შემთხვევაში, სწრაფი მარტივი მეთოდით ერთდროულად ანტისხეულებისა და ანტიგენის განმსაზღვრელი ტესტებით და საჭიროების შემთხვევაში, იგზავნება რეფერენს ლაბორატორიაში პჯრ მეთოდით კვლევისათვის. თუ შედეგი ქმედება დადებითია შეტყობინება ეგზავნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს სავარაუდო შემთხვევის შესახებ; თუ პაციენტის მართვა შესაძლებელია სახლში, მას უტარდება თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი; გროვდება დეტალური ეპიდანამნეზი კონტაქტების მიდევნებისათვის. თუ პასუხი უარყოფითია განმეორებით უტარდება ტესტირება ანტისხეულებზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
23 იანვარი, 2021 , 17:35
სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან განიხილა
23 იანვარი, 2021 , 16:05

„ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“ - თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს
23 იანვარი, 2021 , 15:00
ხელისუფლებამ აღარ დაგვიტოვა პროტესტის გარდა სხვა გზა - „ლელო საქართველოსთვის“
23 იანვარი, 2021 , 14:49

„ეს არის მონობის დაანონსება“ - შეზღუდვების ფორმალურად შემსუბუქებას სამოქალაქო აქტივისტებთან და საზოგადოებსათან ერთად პოლიტიკოსებიც გააპროტესტებენ
23 იანვარი, 2021 , 14:43

“გაწითლებული ხარო” - გიგი უგულავას საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ
23 იანვარი, 2021 , 13:00