უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 სექტემბერი, 2019 17:30
font-size

ვის მიმართ არ განხორციელდება იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები

სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, არასრულწლოვნები, შშმ პირების, მარტოხელა მშობლები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლდებიან - ამის შესახებ დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

პროექტი, ჯამში, 37 350-მდე საქმეს შეეხება. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მოქალაქეებს 23 538 178 ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ. სახდელისაგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. კანონი მოქალაქეებს, სახდელთან ერთად, მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს.

ამნისტია არ ვრცელდება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით (დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ 2018 წლის 10 აპრილამდე დადებულ ადმინისტრაციულ სახდელზე და ამ სახდელზე დარიცხულ საურავზე.

კანონპროექტი უკვე დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა.

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო" ზემოაღნიშნული კატეგორიის პირთა შესახებ მონაცემთა ბაზების მწარმოებელი ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, 3 თვის ვადაში, ეტაპობრივად, შეწყვეტს ამ პირების მიმართ წარმოებაში არსებული საქმეების აღსრულებას. ამ პერიოდის განმავლობაში, აღნიშნული პირების მიმართ იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები არ განხორციელდება:

დევნილები - 5 861 სააღსრულებო საქმე, ჯამურად - 2 607 063 ლარი;

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები - 1 188 სააღსრულებო საქმე, ჯამურად - 662 281.21 ლარი;

სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები - 25 887 სააღსრულებო საქმე, ჯამურად - 16 909 193 ლარი;

ასაკით პენსიონრები - 2 199 სააღსრულებო საქმე, ჯამურად - 1 853 933 ლარი;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - 2 083 საქმე, ჯამურად - 1 451 459 ლარი;

მარტოხელა მშობლები - 132 საქმე, ჯამურად - 54 248 ლარი.

თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები, რიგ შემთხვევებში, ერთ უწყებაში მუშაობენ - საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

18 ოქტომბერი, 2019 , 16:40

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ ქონებრივი დეკლარაციების შესწავლით გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე უწყებაში. კვლევაში წერია, რომ შემთხვევების უმე

„დაიცავი შენი შვილი“ - ანა დოლიძე აზარტული თამაშების წინააღმდეგ სახალხო კამპანიას იწყებს

18 ოქტომბერი, 2019 , 16:40

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, პროფესორი ანა დოლიძე თანამოაზრეებთან ერთად იწყებს სახალხო კამპანიას აზარტული თამაშების წინააღმდეგ – „დაიცავი შენი შვილი“. ანა დოლიძემ დღეს ამ თემაზე ბრიფინ

ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროკავშირისა და გაეროს ანგარიშში დადებითად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები - ნათია მეზვრიშვილი

18 ოქტომბერი, 2019 , 16:40

"საკმაოდ ბევრი მიმართულებით ექსპერტის მიერ ანგარიშში ასახულია პროგრესი და დადებითად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები",- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, სა

წლის ბოლომდე დევნილებს კიდევ 270-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა გადაეცემათ - დიმიტრი ხუნდაძე

18 ოქტომბერი, 2019 , 16:00

„ბოლო წლების განმავლობაში დევნილთა ბინით უზრუნველყოფის ინტენსივობა გაზრდილია, მაგრამ ამ პრობლემის მასშტაბებიდან გამომდინარე, დაკმაყოფილების ტემპი ვერ ეწევა მოთხოვნებს. მის საბოლოო მოსაგვარებლად დრო სასურველზე ნაკლე

სოსო ოხანაშვილს მაღალ თანამდებობებს სთავაზობდნენ - მეუფე პეტრე

18 ოქტომბერი, 2019 , 16:00

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით არაერთ სკანდალურ დეტალზე ისაუბრა გადაცემაში „ინტერვიუ ვანიჩკასთან“. მიტროპოლიტი აცხადებს, რომ „ციანიდის საქმე&ldq

ნატოს მიერ გადმოცემული ავტოსატრანსპორტო ტექნიკა უკვე საქართველოშია

18 ოქტომბერი, 2019 , 15:25

ნატოს მიერ გადმოცემული ავტოსატრანსპორტო ტექნიკა უკვე საქართველოშია. ალიანსმა, „თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის“ ფარგლებში, ქართულ მხარეს ავტოტრანსპორტი გადასცა. ახალი ტექნიკის გადმოცემა