უახლესი ამბები
- 29.06.2022 18:44ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა
- 29.06.2022 17:15ყვავებს გამოეყვნენ ქორები - რომან გოცირიძე `ოცნებიდან` წასულებზე
- 29.06.2022 17:08საქართველო მიესალმება ნატოში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს - ირაკლი ღარიბაშვილი
- 29.06.2022 16:58ნუ აცდებით რეალურ სამიზნეს – დიმიტრი ლაპარაკობს, ე.ი. ოცნება ლაპარაკობს - გია ხუხაშვილი
- 29.06.2022 16:46ბრალდებულს, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე თანასოფლელი მოკლა, მეუღლე კი დაჭრა, 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- 29.06.2022 16:11ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა, იმისთვის, რომ შესაძლებლობები ხელიდან არ იქნეს გაშვებული - კარლ ჰარცელი
- 29.06.2022 16:03მანანა კობახიძემ სუს-ის კრებსების საქმეზე იჩივლა და დაზარალებულის სტატუსს ითხოვს
- 29.06.2022 15:54სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
- 29.06.2022 13:50ვიზუალურად ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მდგომარეობა მძიმეა - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი
- 29.06.2022 13:41დუშეთის რაიონში სავარაუდოდ, სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღეს
არქივი
პოლიტიკა

ვის შევჩივლოთ, აკერმანი მკვდარია, თქვენი ტრენერი - ირაკლი კობახიძე ოპოზიციას
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ, პარლამენტში კიდევ ერთხელ ახსენა IREX-ის გლობალური მრჩეველთა საბჭოს წევრი და არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი, პიტერ აკერმანი, რომელიც 2022 წლის 29 აპრილს გარდაიცვალა, მანამდე კი, იმავე თვის დასაწყისში, საქართველოში ჩამოვიდა და ბაკურიანში ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
„აღარ ვიცით, რა გავაკეთოთ, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგათ დეპოლარიზაციისკენ. რა გავაკეთოთ, ვის შევჩივლოთ, თქვენი ტრენერი, აკერმანი მკვდარია. კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა, რომელსაც „კრიმინალური წარსული, აწმყო და მომავალი აქვს.
ცხონებულის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, ფული გადაუხადეს და გატრენინგებდათ წალეკვაში, რაც 20 ივნისს დააანონსა თქვენი ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. თქვენ რომ მონაწილეობდით ქვეყნის წალეკვის გეგმის შედგენაში, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა თავისი კუთვნილი პარტიებით, ტელევიზიებით და არასამთავრობო მოძრაობებით.
თქვენ არაფერი გცხიათ ევროპის. არანაირი ფორმით არ ჰგავხართ ევროპას, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურეთ დღევანდელ სხდომაზე. პრემიერი საუბრობდა ჩანაწერის მნიშვნელობაზე, ამაზე იყო საუბარი და მაშინვე გამოავლინეს უკულტურობა, ჩაეჭრნენ პრემიერს და სცადეს მოეწყოთ ობსტრუქცია. ეს არის თქვენი ევროპული კულტურა, ამიტომ ვამბობ, რომ არაფერი გცხიათ ევროპულობის და ვერანაირ წვლილს შეიტანთ ჩვენს ევროპულ პერსპექტივაში. ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია, თუმცა თუ სადმე გვაქვს ჩვენ უკუსვლა, ერთადერთი არის ის, რომ ვერაფრით ვეღირსეთ ჯანსაღ, პროდასავლურ ოპოზიციას საქართველოში, თუმცა მომავალში ესეც გამოსწორდება“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს შეხვდა
29 ივნისი, 2022 , 19:11
ირაკლი ღარიბაშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა
29 ივნისი, 2022 , 19:01
მჭიდროდ ვიმუშავებთ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად - ირაკლი ღარიბაშვილი
29 ივნისი, 2022 , 18:53
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა
29 ივნისი, 2022 , 18:44
საქართველო მიესალმება ნატოში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს - ირაკლი ღარიბაშვილი
29 ივნისი, 2022 , 17:08

ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა, იმისთვის, რომ შესაძლებლობები ხელიდან არ იქნეს გაშვებული - კარლ ჰარცელი
29 ივნისი, 2022 , 16:11