უკან

პოლიტიკა

11 აპრილი, 2018 17:20
font-size

ვისაც გუნდი არ მოსწონს, წასვლა თავისუფლად შეუძლია- გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ვისაც გუნდი არ მოსწონს, წასვლა თავისუფლად შეუძლია, თუმცა არსად არავინ არ მიდის.

ვოლსკი მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ურთიერთობის ნორმების დაცვისთვის ქცევის კოდექსი მიღებასაც არ გამორიცხავს.

“თუ თამაშის წესების შეთანხმება პროცესებს ხელს შეუწყობს, ამას მხარს დავუჭერ. შეიძლება, ამას ქცევის კოდექსი დავარქვათ. კერძოდ, გარკვეული შეთანხმება ურთიერთობის ნორმების დაცვაზე. ეს კარგი თემაა და იმ მიღწევიდან უკან არ უნდა დავიხიოთ, რასაც საზოგადოების სხვადასხვა აზრების გაცნობა ჰქვია. რაღაც საერთო წესები უნდა იყოს, რამაც გუნდი არ უნდა დააზიანოს, რადგან ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის, ქვეყანას სტრესები არ აკლია. იმდენად დაძაბული სიტუაცია არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, მაგრამ მუშაობაა საჭირო”, – აცხადებს ვოლსკი.

დეპუტატის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში 116 ადამიანია და ყველა ერთ თარგზე ვერ მოიჭრება. ის ამბობს , რომ გუნდი შეკრულია და არ გონია, მათ ერთობას რამე დაემუქროს.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობას დატოვების შესახებ 4 აპრილს განაცხადა. დეპუტატის თქმით, მას ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერის გამო მიიღო.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს და ეს რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე გააკეთა.

ცირა გურგენიძე

საკვანძო სიტყვები:

ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობისთვის პარლამენტმა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა დილის 9 საათზე ჩანიშნა

25 ივნისი, 2019 , 23:31

ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობისთვის პარლამენტმა ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა დილის 9 საათზე ჩანიშნა - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. დეპუტატ ნიკა მელიას წინააღმდეგ სის

პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს - მამუკა ბახტაძე

25 ივნისი, 2019 , 23:08

პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, რომელთა უპასუხისმგებლო განცხადებებმა და ქცევებმა გამოიწვია ეს ძალიან მძიმე შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „

ქართულმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე, ეს არის ჩვენი მიდგომა - მამუკა ბახტაძე

25 ივნისი, 2019 , 23:03

ის კადრები, რომელიც ყველამ ვიხილეთ, საუკეთესო მაგალითია 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის შესაფასებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „მოამბეში“ პირდაპირი

პარლამენტის ბიურომ გენერალური პროკურორის მიმართვა დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით განსახილველად კომიტეტებს გადასცა

25 ივნისი, 2019 , 21:25

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს წევრებს, საქართველოს გენერალური პროკურატურის 2019 წლის 25 ივნისის N013/4 მომართვა გააცნო, რომელიც პარლამენტის წევრის, ნიკანორ მე

ტოლობის ნიშნის დასმა „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის ამორალობაა - გიორგი ჩაკვეტაძე

25 ივნისი, 2019 , 17:56

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე მიიჩნევს, რომ არითმეტიკული ტოლობის ნიშნის დასმა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დიდი პოლ

ძალადობისა და უსამართლობის მიმართ საზოგადოების აღშფოთებასა და პროტესტს ხელისუფლებამ უპასუხა სიყრუით - ნატო ჩხეიძე

25 ივნისი, 2019 , 17:15

ერთი კერძო კაცის კერძო ინტერესის გამო კიდევ ერთხელ მოუწევთ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს გაუმართლებლის გამართლება და ახლა შინაგან საქმეთა მინისტრის ძალადობრივი და უკანონო ქმედების გათეთრება და სასწრაფოდ შეთხზუ