უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 ივნისი, 2018 11:15
font-size

ვისაც მართლა აინტერესებს იმ შვილმოკლული მშობლების ბედი, გაერთიანდეს ყველა 14:00 საათზე - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან 14 საათისთვის აქცია დააანონსა.

გარდა ამისა, სარალიძემ მოითხოვა რუსთაველის გამზირზე დაკავებული ზვიად კუპრავასა და აქციის კიდევ სამი მონაწილის გათავისუფლება.

„ტელევიზიებით გავაკეთე განცხადება, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ და დააბრუნონ თავიანთ ადგილას.

მინდა, ვისარგებლო თქვენი ეთერებით და მოვუხმო მთელ საქართველოს, ვისაც აწუხებს და მართლა აინტერესებს იმ შვილმოკლული მშობლების ბედი, გაერთიანდეს ყველა და 14:00 საათზე მოვიდეს ყველა. დანარჩენი, რაც შეეხება ძალოვან სტრუქტურებს, აბა, გაბედოს რომელიმემ, შემოვიდეს კარავში და ხელი დაადოს.

მოვუწოდე მმართველ გუნდსაც, ვისაც გული შესტკივა შვილმოკლულ მშობლებზე, გაერთიანდეს ყველა და მოვიდეს აქ“, – განაცხადა სარალიძემ.

დავით სარალიძის მამამ აღნიშნა, რომ დაკავებებთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

მისი თქმით, ის არ აპირებს უკან დახევას, ვიდრე მისი მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

სარალიძემ მოითხოვა მისი შვილის მკვლელებისა და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულთა დასჯა, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომა.

ზვიად კუპრავა და აქციის კიდევ სამი მონაწილე დღეს დილით დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის განკარგულების დაუმორჩილებლობის ფაქტზე არიან დაკავებული.

2003 წლის მთელი კამპანია, „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით, დაფინანსებული იყო ჩემს მიერ - ირაკლი ოქრუაშვილი

22 ივლისი, 2019 , 15:24

2003 წლის მთელი კამპანია, „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით დაფინანსებული იყო ჩემს მიერ, ანუ მაშინაც მქონდა ამის ბერკეტი, ახლაც მაქვს და დიდი ალბათობით, მერეც მექნება, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქ

სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“ დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი

22 ივლისი, 2019 , 14:55

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი განცხადებას ავრცელებენ. „2004 წელს ჩვენ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული. მან ძალადობითა და ყაჩაღობით მიითვისა ჩვენს საკუ

„გრინვეიმ“ თბილისში, ტექნიკური ინსპექტირების 5 ცენტრში უფასო ელექტრომობილების დამტენები განათავსა

22 ივლისი, 2019 , 14:33

კომპანია „გრინვეიმ“ საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თბილისში მდებარე ხუთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ადგილი გამოყო და სრულიად უსასყიდლოდ განათავსა ელექტრომობილების დამტენები. პ

რელიგიური უმცირესობის სასულიერო პირებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა ამოქმედდა

22 ივლისი, 2019 , 14:03

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებისთვის ქართული ენის სწავლების პროცესი დაიწყო. სამთვი

მრავალეროვნული სწავლების დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა

22 ივლისი, 2019 , 12:44

თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და აღ

სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას- ქიბარ ხალვაში

22 ივლისი, 2019 , 12:26

სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელის, ქიბარ ხალვ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს