უკან

პოლიტიკა

16 სექტემბერი, 2019 16:30
font-size

ვისაუბრეთ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ჩვენი ეკონომიკების თავსებადობა მაღალი იყოს - გიორგი გახარია

გიორგი გახარია სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა.

,,ვისაუბრეთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, როგორც ინსტიტუციონალურ, ასევე, საკანონმდებლო მიმართულებით, რათა ჩვენი ეკონომიკების თავსებადობა იყოს მაღალი, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ბიზნესს და ეკონომიკას, უფრო ხელსაყრელი შედეგები მიიღოს ამ ხელშეკრულებით.’’ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლას, ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ უკვე მიღწეულ პროგრესს და სამომავლო ნაბიჯებს.

„რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ოკუპაციაზე. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ევროკავშირს იმ წარმომადგენლობისთვის, იმ ფუნქციისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ საოკუპაციო ხაზზე. თუმცა, ასევე აღვნიშნეთ, რომ ორივე მხარემ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა მანდატი აღსრულდეს მთელს ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოქალაქეების, საბაზისო ადამიანების უსაფრთხოების დაცვას და უზრუნველყოფას. ასევე, ვისაუბრეთ ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესის შემდგომ გაგრძელებაზე და შევთანხმდით, რომ დემოკრატიის საბაზისო ძირითადი ფუნქციები და მათი ფასეულობები ჩვენს ქვეყანაში დაცული იქნება და კიდევ უფრო გაღრმავდება“, - აღნიშნა პრემიერმა იოანეს ჰანთან ერთად მედიისათვის გაკეთებულ განცხადებაში.

ვახტანგ გომელაური პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო

19 ოქტომბერი, 2019 , 19:03

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო. შეხვედრაზე ვახტანგ გომელაური დეპუტატებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ სახელმწიფო საიდუმლოებ

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ, ის მიმართულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 18:17

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ,ის მიმართულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დიმიტრი მედვედევის განცხადებასთან

გიორგი გახარია სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

18 ოქტომბერი, 2019 , 15:25

საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული წარმატებული რეფორმები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუნ ჰი-სანგის შეხვედრის მთავარი თემ

მიხეილ ბატიაშვილმა და სომხეთის განათლების მინისტრმა არაიკ არუთიუნიანი რეფორმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს

18 ოქტომბერი, 2019 , 15:25

ერევანში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილმა და სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტი მინისტრმა არაიკ არუთიუნიანი ორ ქვეყანას შორის

მეთიუ ბრაიზაც კი ვერ მალავს საფრთხეებს, რომელიც რასმუსენის იდეის უკან დგას - ნინო ბურჯანაძე

18 ოქტომბერი, 2019 , 14:15

მეთიუ ბრაიზა კვლავ აცოცხლებს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, რასმუსენის იმ იდეას, რომელიც კვიპროსის მოდელით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას გულისხმობს, - ასე პასუხობს “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის"

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობას შეხვდა

17 ოქტომბერი, 2019 , 16:30

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გაერო-ს კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობას შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც გაერო-ს მუდმივი კოორდი