უკან
მსოფლიო
20 დეკემბერი, 2016 17:00
ვისბადენში უცნობმა პირმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა
გერმანიის, გესენის ფედერალური მიწის ქალაქ ვისბადენში, უცნობმა პირმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა.
თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა, სამძებრო სამუშაოში პოლიციამ დამატებითი დანაყოფები და ვერტმფრენი ჩართო.
ბოროტმოქმედის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბერლინში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე სატვირთო მანქანა შევარდა. ინციდენტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე დაშავდა.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.
მონიკა დავლიანიძე