უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 აპრილი, 2018 12:15
font-size

„ვისოლ ჯგუფი“ ფერმერებს საწვავის შესყიდვასა და ავტომომსახურებაზე სპეციალურ პირობებს უქმნის

„ვისოლ ჯგუფმა“ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან“ ერთად ქართული წარმოებისა და სოფლის მეურნეობის წახალისების მიზნით ფერმერებს საწვავსა და ავტომომსახურებაზე სპეციალური პირობები შეუქმნა და ამიერიდან მათ „ვისოლის“ უმაღლესი ხარისხის საწვავისა და „ვიანორის“ საავტომობილო პროდუქტებისა თუ მომსახურებების შესყიდვა სპეციალური ფასდაკლებით შეეძლებათ.

„ქართული წარმოების წახალისება „ვისოლ ჯგუფის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი მსხვილი მიმართულებაა. სუპერმარკეტების ქსელის „სმარტის“ „შეიძინე ქართულისა“ და „ვენდისა“ და „დანკინის“ ამერიკული რესტორნების „მეტი ქართული პროდუქტის“ კამპანიების ფარგლებში ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტის შესყიდვის წახალისება და იმპორტის სრული ჩანაცვლება მოხდა ადგილობრივი პროდუქტებით. „ვისოლის“ საწვავზე და „ვიანორის“ საავტომობილო ზეთებსა თუ მომსახურებაზე სპეციალური ფასდაკლება კი ფერმერებისთვის დამატებითი სარგებელია, რომ გამოთავისუფლებული რესურსებით მეტად განავითარონ აგრობიზნესი და საბოლოო ჯამში ქართული სოფლის მეურნეობა“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვისოლ ჯგუფისგან“ შეთავაზება პირველმა გიორგი ბოჭორიშვილმა მიიღო, რომელსაც გორის რაიონის სოფელ არაშენდაში პამიდორი, კომბოსტო, სიმინდი, ლობიო, ქერი მოჰყავს და ვაშლის ბაღებს უვლის. ფერმერობას ხელი რამდენიმე წლის წინ მიჰყო, თუმცა, 2006 წლიდან შეიარაღებულ ძალებში ირიცხება. 18 წლის ჯარში გაიწვიეს და იმავე¬ წელს ერაყში გაემგზავრა. 2010-ში ავღანეთში წავიდა, სამი თვის ჩასული კი მძიმედ დაიჭრა, რის გამოც ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი გერმანიაში გაიარა. სამშობლოში დაბრუნებულმა მეომარმა ბრძოლა იარაღით ვერა, მაგრამ თოხითა და ბარით განაგრძო და უკვე წარმატებული ფერმერია.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია ქვეყანაში. ვისოლი ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია.

“ვისოლ ჯგუფმა” ავტოტექმომსახურების მსოფლიო ბრენდის - ,,ვიანორისაგან” საქართველოში ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება 2012 წელს მოიპოვა. “ვიანორი” “ნოკიან თაიერსის“ ჯგუფის წევრია, რომელიც მსოფლიოს 24 ქვეყანაში 1000-ზე მეტ ავტომომსახურების ცენტრს ფლობს. დღესდღეობით “ვიანორ ჯორჯია” ავტომომსახურების ცენტრების ყველაზე ფართო ქსელის მფლობელია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის „ტოტალის“, „ფინას“, “ტექსაკოს”, “შევრონისა” და „ეკოს“ საავტომობილო ზეთებს, „ნოკიანისა“ და „პირელის“ ბრენდის საბურავებს, და სხვა საავტომობილო პროდუქტებს. “ვიანორის” სერვის ცენტრები მომხმარებელს ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრული მომსახურებით უზრუნველყოფს.

ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების ისტორიული პროცესი იწყება - გიორგი კვირიკაშვილი

25 მაისი, 2018 , 15:10

ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების ისტორიული პროცესი იწყება - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.  პრემიერის თქმით, პროექტი საქართველოს მთავრობასა და თურქეთ

ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების ისტორიული პროცესი იწყება - გიორგი კვირიკაშვილი

25 მაისი, 2018 , 15:10

ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების ისტორიული პროცესი იწყება - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.  პრემიერის თქმით, პროექტი საქართველოს მთავრობასა და თურქეთ

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით იტალიური ხელოვნების უნიკალური გამოფენები გაიხსნა

25 მაისი, 2018 , 13:30

25 მაისს, ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, ეროვნულ გალერეაში იტალიური ხელოვნების სამი უნიკალური გამოფენა გაიხსნა. ამჯერად ქართველ დამთვალიერებელს თბილისში ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და ბევრი სხვა დიდოსტატის ნამუშე

დასაწყისში არ გკითხე, მაგრამ ახლა მომინდა მეკითხა, კარგად ხარ?!- მამა პეტრე გიორგი გაბუნიას მიმართავს

25 მაისი, 2018 , 13:30

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ღია წერილით მიმართავს: ,,გიორგი, სალამი! არ გეკითხები, როგორ ხარ!.. ისედაც იგრძნობა, რომ რაღაც ძალიან გაწუხებს, გტკივა, განიცდი... ამ ყველაფრის მოსაგერიებლად კი

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო

25 მაისი, 2018 , 12:05

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა Global Finance-ის ჯილდოს მიღების თაობაზე. საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკი საქართველოში საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა.  საერთაშორისო გამოცემ

არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდეს - ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა პროკურატურაში დაიბარეს

25 მაისი, 2018 , 11:25

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, დღეს 19:00 საათზე ის პროკურატურაშია დაბარებული, თუმცა სურს, შეხვედრა საზოგადოებისთვის ღია იყოს. „19:00 საათიდან 20:00 საათამდე ვარ დაბარ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე