უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 ივნისი, 2020 16:35
font-size

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის პირველადი მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო.

ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად მოხალისეობრივად მესტიის მუნიციპალიტეტის 17-ვე ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელი, ზემო სვანეთის ლაგი დაფუძნებულია ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ENPARD III მესტიის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია ქეა ავსტრია და „პი-ემ-სი“ კვლევითი ცენტრი, ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზანს წარმოადგენს ზემო სვანეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით კი საზოგადოების დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერა.

საქველმოქმედო აქცია ზემო სვანეთში გლობალური პანდემიის ფონზე აპრილის თვეში დაიწყო და 180-მდე შემომწირველის დახმარებით უკიდურესად გაჭირვებულ 128 შშმ პირსა და მარტოხელა ხანდაზმულს გადაეცა პირველადი მოხმარების პროდუქტები და სურსათი. ვისოლი საქველმოქმედო აქციის მეორე ეტაპს შეუერთდა.

„შშმ პირები, მარტოხელა მოხუცები, მრავალშვილიანები, მარჩენალდაკარგულები და სოციალურად დაუცველები COVID-19 ვურუსის გავლენით დაზარალებულებს შორის ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფები არიან. მათ სოციალურად დაუცველობის გარდა, გადაადგილების და პროდუქტებით მომარაგების პრობლემები აქვთ. შესაბამისად, ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მოხალისეების ინიციატივა კრიტიკულად მნიშვნეოვანია და მოხარულნი ვართ, რომ „ვისოლის“ მცირე ძალისხმევით ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ჩვენს მხარდაჭერას, პირველადი მოხმარების ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს მიიღებენ,” - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

პანდემიის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში „ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის მერიასთან, წითელ ჯვართან და სამოქალაქო მოძრაობა „მეგობართან“ ერთად განხორციელებული საქველმოქმედო აქციებით რამდენიმე ათასი სიციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცის, შშმ პირის და მრავალშვილიანი ოჯახის მომარაგება შეძლო თბილისის მასშტაბით.
NS

არის საფრთხე, რომ ვირუსი უკონტროლოდ გავრცელდეს - ეკატერინე ტიკარაძე

7 ივლისი, 2020 , 15:30

"ნებისმიერი ტალღის, იქნება ეს მეორე, მესამე, თუ იყო პირველი, საფრთხე არის, რომ შეიძლება მოხდეს მისი უკონტროლო გავრცელება,"- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სწორე

საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს

7 ივლისი, 2020 , 15:30

პოლონეთში გამართულ ვარდისფერი ღვინოების საერთაშორისო კონკურსში (International Rosé Championship 2020) ქართულმა ღვინოებმა ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. როგორც „მედიანიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტო

შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილი შეაჩეროს

7 ივლისი, 2020 , 14:10

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა გამოაქვეყნა საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი 2021 ფისკალური წლისთვის. აღნიშნული კანონპროექტი სახელმწიფო დეპარტამენტის აშშ-ის საერთაშორისო განვითარე

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

7 ივლისი, 2020 , 13:45

- „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალი ჰაბი“  გაიხსნა -Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული -ადამიანები „მენ

2019 წელს განხორციელებულმა მასშტაბურმა საკანონმდებლო რეფორმამ ხელი ვერ შეუშალა „კლანს“ პარლამენტში დასამტკიცებლად მისთვის მისაღები მოსამართლეების კანდიდატურები წარედგინა - საია

7 ივლისი, 2020 , 13:00

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის #8 (2019 წლის) ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში ყურადღება რამდენიმე საკითხზეა გამახვილებული. ამასთან, ანგარიში მოიცავს რეკომენ

„ახალგაზრდა ადვოკატები“ „ლიდერფუდის“ საქმეზე - არსებული მასალით, არ მტკიცდება, რომ სარჩელი ჩაბარებულია, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო

7 ივლისი, 2020 , 13:00

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საერთო სასამართლოების მიერ კომპანია „ლიდერფუდის“ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგებსა და სამართლებრივ დასკვნას აქვეყნებს, იუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე