უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

28 ოქტომბერი, 2020 15:20
font-size

ვისურვებდი, რომ დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ასე ჰყოფს ქართულ საზოგადოებას - კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, აშშ ოც წელზე მეტია, უჭერს მხარს საქართველოში არჩევნების ჩატარების პროცესს.

„აშშ-მა მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწია საქართველოს, ისევე როგორც ქვეყნებს მსოფლიოს გარშემო. როგორც თქვით, საქართველოში ჩვენ ოც წელზე მეტია, ვუჭერთ მხარს არჩევნების ჩატარებას. ვთანამშრომლობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, მისი სისტემებისა და პროცედურების შესაქმნელად.

ვეხმარებით საკანონმდებლო ორგანოს, განავითაროს საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ ვეხმარებით პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი პლატფორმებისა და პროგრამების ამომრჩეველთა პრიორიტეტებზე ფოკუსირებაში, ნაცვლად ამ ძალიან გამყოფი ინდივიდების პოლიტიკისა.

წელს, ასევე განსაკუთრებით ვიმუშავეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა კოვიდპანდემიის მიუხედავად, უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩევლის ხმის მიცემა უსაფრთხო გარემოში, დაცული იყოს ამომრჩეველი და მისი პირადი ინფორმაცია პოტენციური კიბერშეტევებისგან, ასევე ვეხმარებით ცესკო-ს თავიანთი სისტემების გაძლიერებაში, დეზინფორმაციის კამპანიის სახით არსებული უცხოური ჩარევებისგან თავდასაცავად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დეგნანის განმარტებით, აშშ ასევე ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ, თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან.

„ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ასევე, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, როგორიცაა საია, ISFED, საერთაშორისო გამჭვირვალობა და PMMG, საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა IRI, NDI და IFES, ისინი ძალიან პატივსაცემი,
პროფესიონალური ორგანიზაციებია, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერ არჩევნებში, აკვირდებიან თვით საარჩევნო კამპანიის პერიოდს, აფიქსირებენ დარღვევებს და უზრუნველყოფენ, რომ ქართველებმა საარჩევნო კამპანიის წარმოება და ხმის მიცემა უსაფრთხო, დაცულ გარემოში შეძლონ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

გარდა ამისა, კელი დეგნანი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორი არჩევნების ხილვა სურს საქართველოში.

„მსურს, ვნახო კანდიდატები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ იმის ახსნაზე, როგორ შეასრულებენ ამომრჩეველთა პრიორიტეტებს, როგორიცაა: სამუშაო ადგილების შექმნა და ზრდის სტიმულირება. ვისურვებდი, რომ დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ასე ჰყოფს ქართულ საზოგადოებას და გზას უხსნის, დათესოს დაპირისპირება და დაბნეულობა ქვეყანაში. მსურს, ვნახო მშვიდი და წყნარი გარემო არჩევნებისა და მის მომდევნო დღეს, რათა ხალხმა უსაფრთხოდ მისცეს ხმა. მე მსურს, ამ შაბათს ვიხილო ამომრჩეველთა ძალიან მაღალი აქტივობა“, – აცხადებს კელი დეგნანი.

ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება - სალომე ზურაბიშვილი

18 მარტი, 2024 , 17:18

ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. ზურაბიშვილი მი

არავინ არის გატაცებული, ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში - ილია დარჩიაშვილი მექსიკის საზღვართან საქართველოს მოქალაქეების გატაცებაზე

18 მარტი, 2024 , 14:38

არავინ არ არის გატაცებული! ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში! - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მექსიკაში საქართველოს მოქალაქეების სავა

მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მყოფი ქართველები მთლიანად არის ივანიშვილის სინდისზე - მიხეილ სააკაშვილი

18 მარტი, 2024 , 13:41

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ნარკოკარტელის ტყვეობაში მყოფ ქართველებზე საუბრობს და ამბობს, რომ ისინი "ივანიშვილის სინდისზე არიან".  "მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მჯდომი ქართველები

სალომე ზურაბიშვილს ძალიან ეშლება ტერმინებშიც და საქციელშიც - გია ვოლსკი

15 მარტი, 2024 , 15:59

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტს ურჩევს, ბოლშევიზმზე მან ნაკლებად ისაუბროს. “საერთოდ, სალომე ზურაბიშვილის ადგილზე ბოლშევიზმზე ნაკლებად ვისაუბრებდი. შეიძლება შენ თავს დაარქვა ბოლშევიზმის წ

სიღარიბის რეკლამირება, საკუთარი ხალხის და ქვეყნის ასეთი მტრობა არის ამაზრზენი - ბექა ოდიშარია

15 მარტი, 2024 , 11:53

სიღარიბის რეკლამირება, საკუთარი ხალხის და ქვეყნის ასეთი მტრობა არის ამაზრზენი  - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ფასების ზრდასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" კამპა

გუშინ მერი დასცინოდა ყველას, ვისაც საწვავის გაძვირება აწუხებს და დღეს გამოაცხადა ფასები ევროპაში ნახეთო - ლევან ხაბეიშვილი

14 მარტი, 2024 , 16:47

გუშინ მერმა დასცინა საქართველოს მოსახლეობას, ვისაც საწვავის გაძვირება აწუხებს, დღეს კი მოგვიწოდა ევროპის ფასები ნახეთო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაც

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი