უკან

პოლიტიკა

8 ნოემბერი, 2017 17:40
font-size

ვისურვებდი, რომ საქართველოს ისეთივე პრეზიდენტი ყავდეს, როგორიც პუტინია რუსეთისთვის - ნინო ბურჯანაძე (ვიდეო)

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შეფასებით, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შედარება შეუძლებელია.

როგორც ბურჯანაძემ Dautche Welle-თვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, პუტინი სერიოზული პოლიტიკოსია, რომელმაც იცის რა უნდა თავისი ქვეყნისთვის, სააკაშვილი კი იმპულსურია.

„სააკაშვილს და პუტინს არაც ერთი მიმართულებით არ შევადარებდი. პუტინი სერიოზული პოლიტიკოსია, სერიოზული ლიდერია, ადამიანია, რომელმაც იცის რა უნდა თავისი ქვეყნისთვის, რეალურად აკეთებს იმას, რაც მის ქვეყანას ჭირდება. სააკაშვილი კი იმპულსური ადამიანია. ის ფაქტიც, რომ პუტინის ხელისუფლებას როგორც ავტორიტარულს აკრიტიკებენ და სააკაშვილი დასავლეთში არავის არასდროს გაუკრიტიკებია - ჩემთვის ორმაგი სტანდარტების მაჩვენებელია.

არ ვამბობ, რომ რუსეთი დემოკრატიის სამოთხეა. ვფიქრობ, რომ რუსეთში არის დემოკრატიის პრობლემები, მაგრამ არ ვიტყოდი რომ ის ავტორიტარული ქვეყანაა. მე ვხედავ, რომ იქ არის მედიის წარმომადგენლებისთვის სიტყვის თავისუფლება. არამგონია, რომ მსოფლიოში აბსოლუტური დემოკრატია არსებობდეს. ვფიქრობ, რომ არჩევნებიც საქართველოზე უკეთესად ტარდება.

ვფიქრობ, რომ რუსეთისთვის იქნება კარგი თუ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინი გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ის თავისი ქვეყნისთვის ბევრ რამეს აკეთებს. მან მუხლებზე დაჩოქვილი ქვეყანა ფეხზე დააყენა.

ვისურვებდი რომ საქართველოში ისეთივე პრეზიდენტი ყავდეს, როგორიც პუტინია რუსეთისთვის. პუტინმა რუსეთისგან შექმნა სახელმწიფო, რომლის აზრს ითვალისწინებენ და მომავალშიც გაითვალისწინებენ“,-განმარტა პოლიტიკოსმა.

კითხვაზე, არის თუ პრეზიდენტის ყველაზე კარგი დამსახურება, რომ ის დროულად წავიდეს, ბურჯანაძემ უპასუხა : „არა“.

„პრეზიდენტის ყველაზე დიდი დამსახურებაა ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთოს და ქვეყანა ფეხზე დააყენოს“,-აღნიშნა ბურჯანაძემ.

მონიკა დავლიანიძე


პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი