უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

22 იანვარი, 2021 18:21
font-size

ვითიბი ბანკი ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს

ვითიბი ბანკი, როგორც ბიზნესის #1 ქომაგი, ინტენსიურად ანვითარებს თანაშრომოლობას სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებთან და ხელს უწყობს მცირე ფერმერული მეურნეობების ზრდასა და განვითარებას.

ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მეწარმე - ნათელა ტურაშვილი, ოჯახთან ერთად, წლებია ავითარებს საკუთარ მეურნეობას. 90-იან წლებში დაწყებული საქმე, დღეს უკვე წარმატებული ფერმერული მეურნეობაა, რომელიც ათობით ჰექტარზე გაშენებულ ვაშლის, ატმის, ვაშლატამას და ვენახის ფართობებს ითვლის. 2020 წელს მოყვანილი მოსავლის მოცულობამ 750 ტონას გადააჭარბა.
საკუთარი საქმის შემდგომი განვითარებისთვის და ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ფერმერულმა მეურნეობამ, შეიძინა მიწის ნაკვეთები, ასევე შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში ბოლო 5 წლის განმავლობაში გააშენა 12 ჰა ვაშლატამა, 3 ჰა ქისი და საფერავი, მოაწყო 350 ტონა ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობა, რამაც შესაძლებელი გახადა ბიზნესი განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასულიყო და მოყვანილი ხილი ექსპორტზე გაეტანა.

“აღნიშნული ბიზნეს ისტორია ნათელი მაგალითია ფერმერისა და ბანკის წარმატებული და გრძელვადიანი თანამშრომლობისა. მცირე გლეხური მეურნეობიდან დაწყებული საქმიანობა დროთა განმავლობაში მსესხებლის დაუღალავი შრომისა და ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უკვე გადაიქცა ერთ-ერთ წარმატებულ ფერმერულ მეურნეობად კახეთის რეგიონში. ბანკი მუდმივად ჩართულია აგრო სექტორის აქტუალური საჭიროებების გამოვლენაში და მუდამ მზადაა ფინანსური დახმარება გაუწიოს სოფლის მეურნეობის სექტორს ყველა მიმართულებით. სწორედ ასეთი პარტნიორული თანამშრომლობა ხელს უწყობს ბიზნესის წარმატებას”, - განაცხადა ვითიბი ბანკის აგრობიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა შმაგი ბრეგაძემ.
NS

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

2023 წელს საქართველოს ეკონომიკის საშუალო რეალურმა ზრდამ 7.0 პროცენტი შეადგინა -საქსტატი

31 იანვარი, 2024 , 10:38

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის საშუალო რეალური ზრდა 7.0 პროც

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი