უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 ოქტომბერი, 2017 14:50
font-size

ვითიბი ბანკი მარჯანიშვილის თეატრის გენერალური პარტნიორი გახდა

დღეს ვითიბი ბანკის სათაო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ვითიბი ბანკი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის გენერალური პარტნიორი გახდა.

აღნიშნული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას დღეს ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ და მარჯანიშვილის თეატრის დირექტორმა ეკატერინე მაზმიშვილმა მოაწერეს ხელი.

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, მარჯანიშვილის თეატრი ოთხმოცდამეათე სეზონს, 3 ოქტომბერს იწყებს.

ეკატერინე მაზნიაშვილის განცხადებით, პრემიერაზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „ნავიგატორი“, რომლის დამდგმელი რეჟისორები ლევან წულაძე და ანა ცუცქირიძე არიან.

მისივე თქმით, მარჯანიშვილის თეატრისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ვითიბი ბანკის მსგავსი ძლიერი ფინანსური ორგანიზაციის მხარდაჭერა.

თავის მხრივ, როგორც ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ვითიბი ბანკი აქტიურია კულტურის სფეროს მხარდაჭერაში.

,,ჩვენ მოხარულები ვართ რომ დღეს ამ მნიშვნელოვან თანამშრომლობას ვიწყებთ მარჯანიშვილის თეატრთან. ვთვლით რომ ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა აუცილებელია ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის, რათა კიდევ უფრო მეტად განვითარების საშუალება მიეცეს. აღნიშნული თანამშრომლობით ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ საქმეში, რაც დარწმუნებული ვარ წარმატების მომტანი იქნება, როგორც ჩვენთვის ასევე მარჯანიშვილის თეატრისთვის“, - განაცხადა არჩილ კონცელიძემ.

ინფორმაცია, თითქოს ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტროფულად შეიცვლება, სიცრუეა - ეკონომიკის სამინისტრო

20 სექტემბერი, 2018 , 17:30

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტროფულად შეიცვლება, მტკნარი სიცრუეა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, – აღნიშნულ განცხადებას ეკონომიკისა და

საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისსა და რეგიონებში ახალი ვიდეოკამერები ამოქმედდა

20 სექტემბერი, 2018 , 17:30

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, დედაქალაქის მასშტაბით კიდევ 20 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს მ

საქართველოშიო 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

20 სექტემბერი, 2018 , 15:45

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისიდან 3 კილომეტრის დაშორე

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა - ფინანსთა მინისტრი

20 სექტემბერი, 2018 , 15:45

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავრიანმა ხორბლის გადამზიდავთა აქციის ერთ-ერთ მონაწილესთან, ჯანო ამყოლაძესთან შეხვედ

ხორბლის გადამზიდავთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც თავის მოკვლით იმუქრებოდა, ფინანსთა მინისტრს ხვდება

20 სექტემბერი, 2018 , 14:50

ლილოს ტერმინალში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან, ხორბლის გადამზიდავთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჯანო ამყოლაძე, რომელიც თავის მოკვლით იმუქრებოდა, ერთ-ერთი შენობიდან მაშველებმა სახანძრო კიბით ჩამოიყვანეს. ის ამჟამად ფინანს

კახა კუკავას შტაბი თბილისში მაკ-კეინის ქუჩას აპროტესტებს

20 სექტემბერი, 2018 , 14:50

თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის მაკ-კეინის სახელის მინიჭების საკითხზე პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას შტაბის უფროსმა - გოგი წულაიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. „მიგვაჩნია, რომ სრულიად ზედმეტია მაკ-კეინის ქუჩის შე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`