უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 აპრილი, 2018 16:00
font-size

ვითიბი ბანკი თავის მომხმარებელს საკრედიტო ისტორიის გასუფთავების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს!

ვითიბი ბანკის, როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტის მიზანია, მომხმარებელთან დაამყაროს გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობა. სწორედ ამ პოზიციის გასამყარებლად, ვითიბი ბანკი მომხმარებელთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის.

პირველად ქართულ საბანკო სივრცეში ვითიბი საკუთარ, 12,000-მდე ფიზიკურ პირ პრობლემურ მსესხებლებს, აძლევს შესაძლებლობას მიიღონ მნიშვნელოვანი დისკონტი სესხის მიმდინარე ძირზე და დარიცხულ პროცენტზე, მოახდინონ ბანკის მიმართ დავალიანების სრულიად ანულირება და გაიუმჯობესონ მიმდინარე საკრედიტო ისტორია. აღსანიშნავია რომ აქციის პერიოდში ამ სესხზე ვადაგადაცილების ჯარიმის და საურავების მოთხოვნა არ განხორციელდება. აღნიშნული წინადადება მოქმედებს ორი თვის განმავლობაში (16 აპრილიდან 15 ივნისამდე) და ეხება მხოლოდ იმ ფიზიკური პირებს რომლებიც სარგებლობდნენ სამომხმარებლო ტიპის სესხებით.

ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორი ვალერიან გაბუნია: „ჩვენი სურვილია, შესაძლებლობა მივცეთ იმ ადამიანებს, რომელთაც ბანკის მიმართ სამომხმარებლო ტიპის პრობლემური დავალიანება გააჩნით, მნიშვნელოვანი დისკონტით მოახდინონ ბანკის მიმართ ვალდებულების დაფარვა. დისკონტი 30 დან 90 % მდე მერყეობს და ვრცელდება, როგორც სესხის ძირზე ასევე დარიცხულ პროცენტზე, ხოლო აქციის განმავლობაში ბანკი არ გამოიყენებს ვადაგადაცილების ჯარიმის და საურავების მოთხოვნის უფლებას რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ბანკის მიმართ ვალდებულების დაფარვას.

ეს უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესების სურვილი აქვს. ამ კამპანიის წამოწყებით, რომელიც მხოლოდ ორ თვეს გრძელდება, ვითიბი ბანკი სცდება ტრადიციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებს და ხაზს უსვამს, რომ მისთვის ყველა მომხმარებელი თანაბრად მნიშვნელოვანია.“

ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

საკვანძო სიტყვები:

საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

17 ნოემბერი, 2018 , 17:25

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მო

ირლანდიაში ყოველწლიური სემინარი „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართა

17 ნოემბერი, 2018 , 16:55

2018 წლის 16 ნოემბერს, დუბლინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ევროკომისიის წარმომადგენლობისა და ევროპარლამენტის საინფორმაციო ოფისის შენობაში - ევროპის სახლში (Europe House) გაიმართა ყოველწლიური სემინარი „საქართ

დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლების ტენდენცია გამოიკვეთა, რაც ნიშნავს, რომ ცალსახად სწორი გზით მივდივართ - დავით სერგეენკო

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ გატარებული რეფორმის შედეგად ქვეყანაში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლების ტენდენცი

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე სამძებრო სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუ

ბოლო წლებში, საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაწია გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების აღდგენის სფეროში - ლევან დავითაშვილი

17 ნოემბერი, 2018 , 14:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „თანამშრომლობა საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის მიზნით" მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას,

,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაზარალებული მეანაბრეების აქცია მიმდინარეობს

17 ნოემბერი, 2018 , 13:45

,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საფინანსო კომპანია ,,საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები უკვე მესამე კვირაა, ბიძინა ივანიშვილთან და კახი კალაძესთან შეხვედრა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`