უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

18 აპრილი, 2018 16:05
font-size

ვითიბი ბანკი თავის მომხმარებელს საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს

ვითიბი ბანკში დღეს გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ მედიის წარმომადგენლებს ვითიბის ახალი ინიციატივა გააცნო.

კერძოდ, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ვითიბი ბანკი, მის პრობლემურ 12 000-მდე ფიზიკურ პირ მსესხებლებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ მნიშვნელოვანი დისკონტი სესხის მიმდინარე ძირზე და დარიცხულ პროცენტზე, მოახდინონ ბანკის მიმართ დავალიანების სრულიად ანულირება და გაიუმჯობესონ მიმდინარე საკრედიტო ისტორია.

ბანკის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული შეთავაზება ერთჯერადია და ორი თვის განმავლობაში (16 აპრილიდან 15 ივნისამდე) მოქმედებს, ეხება მხოლოდ იმ ფიზიკური პირებს რომლებიც სარგებლობდნენ სამომხმარებლო ტიპის უგირავნო სესხებით.

„ვითიბი ბანკის, როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტის მიზანია, მომხმარებელთან დაამყაროს გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობა. სწორედ ამ პოზიციის გასამყარებლად, ბანკი მომხმარებელთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის.

ჩვენი სურვილია, შესაძლებლობა მივცეთ იმ ადამიანებს, რომელთაც ბანკის მიმართ სამომხმარებლო ტიპის პრობლემური დავალიანება გააჩნით, მნიშვნელოვანი დისკონტით მოახდინონ ბანკის მიმართ ვალდებულების დაფარვა. დისკონტი 30 დან 90 % მდე მერყეობს და ვრცელდება, როგორც სესხის ძირზე ასევე დარიცხულ პროცენტზე, ხოლო აქციის განმავლობაში ბანკი არ გამოიყენებს ვადაგადაცილების ჯარიმის და საურავების მოთხოვნის უფლებას რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ბანკის მიმართ ვალდებულების დაფარვას.

ეს უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესების სურვილი აქვს. ამ კამპანიის წამოწყებით, რომელიც მხოლოდ ორ თვეს გრძელდება, ვითიბი ბანკი სცდება ტრადიციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებს და ხაზს უსვამს, რომ მისთვის ყველა მომხმარებელი თანაბრად მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ვალერიან გაბუნიამ.

მისივე თქმით, აქციაში ჩართული მსესხებელი ,,ყოფილი ნეგატიური მსესხებლის“ სტატუსს მიიღებს.

ამასთან, როგორც გაბუნიამ განმარტა, ბანკის ახალი ინიციატივა ვრცელდება 18 მილიონ ლარამდე თანხის მოცულობის სესხებზე, რომელიც 12 000-მდე მსესხებელს ეკუთვნის და მათ მიერ დავალიანების გადახდა საერთოდ არ მომხდარა (ან მოხდა სასესხო ვალდებულების ნაწილობრივი დაფარვა) მინიმუმ 2 წლის განმავლობაში.

ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორის განცხადებით, პრობლემური 12 000 მსესხებლის შესარჩევად სპეციალური ჯგუფი 3 თვეზე მეტხანს მუშაობდა.

საკვანძო სიტყვები:

200 ათას ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაშია შესაძლებელი

23 იანვარი, 2019 , 17:42

დღეიდან 200 ათას ლარამდე ოდენობის სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იქნება შესაძლებელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ახალი ზღვარი ძალაში დღეიდან შევიდა. “თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

23 იანვარი, 2019 , 17:34

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 24 იანვრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6599 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6611 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0012-ით

ეროვნულმა ბანკმა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

23 იანვარი, 2019 , 16:36

დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6601 შეადგინა.

თავისუფალი ეკონომიკის განვითარების მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან კარგი შეფასებები გვაქვს - დავით ზალკალიანი

23 იანვარი, 2019 , 14:54

საქართველოს თავისუფალი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ასევე სავაჭრო და სატრანსპორტო პოტენციალის შესაძლებლობის კუთხით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან კარგი შეფასებები აქვს, – ამის შესახებ საგარეო საქმ

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

23 იანვარი, 2019 , 09:00

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 იანვრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6611 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6613 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0002-ით

კომპანია Stena Rederi საქართველოდან ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით საზღვაო გადაზიდვების ორგანიზებით დაინტერესდა

22 იანვარი, 2019 , 18:27

საზღვაო გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Stena Rederi საქართველოდან ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით საზღვაო გადაზიდვების ორგანიზებით დაინტერესდა, - ამის შესახებ საქართველოს&n

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`