უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

30 ოქტომბერი, 2020 12:45
font-size

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა

ვითიბი ბანკმა, ქარელის რაიონ სოფელ რუისში, ინტენსიური ვაშლის ბაღის გაშენება შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში 100 000 ლარით დააფინანსა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 66 თვის განმავლობაში სესხზე წლიური 11%-ის დაფინანსება ხდება სახელმწიფოს მხრიდან.

ბანკის მიერ გამოყოფილი თანხით 5 000 ნერგის შეძენა იტალიაში განხორციელდა, რაც პირველი მოსავლის 2 წელიწადში მიღების შესაძლებლობას იძლევა, ხოლო 4 -5 წელიწადში ბაღის მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 40-50 ტონამდე გაიზრდება. ვაშლის რეალიზაცია, ძირითადად, საქართველოში არსებულ საცალო ქსელში მოხდება. ასევე შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში, ვითიბი ბანკის 35 000 ლარიანი აგრო კრედიტით კლიენტმა შეიძინა ტრაქტორი და სასოფლო სამეურნეო ტექნიკა, რომლის საშუალებითაც ახორციელებს საკუთარი ნაკვეთების მოვლა-დამუშავებას.

ვაშლის ბაღების გარდა 28 ჰექტარზე გაშენებულ მეურნეობაში კომბოსტოს, ბულგარული წიწაკის, პომიდვრის, ხახვის და ქლიავის მოყვანა ხდება.

“ვითიბი ბანკი 2012 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს მეწარმე ბესიკ ბალიაშვილთან, სწორედ მას ეკუთვნის ზემოთ აღნიშნული ფერმერული მეურნეობა შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ რუისში, ამჯერად ჩვენი თანამშრომლობა ინტენსიური ტიპის ვაშლის ბაღის გასაშენებლად და სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შესაძენად შედგა. მოხარულები ვართ, რომ აგრო სექტორში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავაფინანსეთ”, - განაცხადა ვითიბი ბანკის აგრობიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა შმაგი ბრეგაძემ.

“საქართველოში ადგილობრივ ბაზარზე ვაშლზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, ასევე ქართულ ვაშლს გააჩნია დიდი საექსპორტო პოტენციალი, შესაბამისად სწორედ ამ კულტურის გაშენება გადავწვიტე. ვითიბი ბანკთან წლებია ვთანამშრომლობ, ვფიქრობ ძალიან მნიშნელოვანია ბანკის მხრიდან მუდმივი და სტაბილური მხარდაჭერა, ეს ბიზნესის განვითარების მეტ შესაძლებლობას იძლევა,”- განაცხადა მეწარმე ბესიკ ბალიაშვილმა.
NS

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი