უკან
უახლესი ამბები
- 19.04.2024 12:06საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში
- 19.04.2024 11:50დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
არქივი
საზოგადოება
23 ოქტომბერი, 2017 16:55
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით თბილსიმარათონი გაიმართა
22 ოქტომბერს, ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, გაიმართა თბილისი მარათონი, რომელშიც 2300-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ვითიბი ბანკის ინფორმაციით, საქველმოქმედო გარბენში 600- მდე უცხოელმა, ბავშებმა და მოზრდილებმა მიიღეს მონაწილეობა. მარათონი საქველმოქმედო იყო და შემოსული თანხა „კასპის შშმ პირთა კავშირის“ სოციალური საწარმოს მოწყობას მოხმარდება.
თბილისი მარათონი არის ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი, რომელიც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით იმართება.
ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქის ტურისტულ განვითარებას ემსახურება.
ვითიბი ბანკი წელს პირველად გახდა თბილისიმარათონის პარტნიორი.