უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 ივლისი, 2017 17:20
font-size

ვითიბი ბანკის Mobile Pay - ს ახალი მაღალტექნოლოგიური ფუნქციები დაემატა

ვითიბი ბანკისა, Visa -ს და კომპანია Pri-Num - ის თანამშრომლობის შედეგად, მობილური გადახდების აპლიკაციას Mobile Pay - ს ახალი მაღალტექნოლოგიური პლატფორმა Visa Token Service დაემატა.

აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით მობილური გადახდები მაქსიმალურად უსაფრთხო ხდება. კერძოდ, გადახდის მომენტში ბარათის რეალური მონაცემების ნაცვლად სპეციალურად შექმნილი ერთჯერადი კოდის (ტოკენის) გადაცემა ხდება, რაც გამორიცხავს თქვენი ბარათის მონაცემების უცხო პირთან მოხვედრის შესაძლებლობას. ტოკენიზაცია უზრუნველყოფს გადახდის ონლაინ მომსახურებას საბანკო ბარათის გამოყენებისა და შეხების გარეშე.

ამის გარდა, საქართველოში პირველად, ვითიბი ბანკი Mobile Pay - ს მომხმარებელს სთავაზობს ახალ შესაძლებლობას, ნებისმიერი გადახდა, რომელიც 45 ლარს აღემატება, პინ კოდის ნაცვლად თითის ანაბეჭდით დაადასტუროს. აღნიშნული სიახლე კიდევ უფრო გაამარტივეს აპლიკაციის მოხმარებას.

შეგახსენებთ, რომ Mobile Pay წარმოადგენს აპლიკაციას, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, მარტივად აწარმოოს უკონტაქტო გადახდები. ამისთვის, მხოლოდ მობილური ტელეფონის ნებისმიერი ბანკის POS ტერმინალთან მიახლოებაა საჭირო. აპლიკაციაში შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობის ბარათების ატვირთვა, ხოლო ანგარიშსწორების მომენტში მომხმარებელი თავად ირჩევს თუ რომელი ბარათით სურს გადახდა. Mobile Pay-თ სარგებლობა და გადახდების წარმოება უფასოა.

საკვანძო სიტყვები:

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

თბილისში, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

24 აპრილი, 2024 , 12:03

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი