უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 სექტემბერი, 2019 15:10
font-size

ვითიბი ბანკის თასზე საცხენოსნო ტურნირი გაიმართა

13 -დან 15 სექტენბრის ჩათვლით თბილისის იპოდრომზე გაიმართა მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ვითიბი ბანკის თასზე - VTB CUP. შეჯიბრში წარმოდგენილი იყო - წინაღობათა გადალახვა. ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, ხოლო გენერალური სპონსორი ვითიბი ბანკი.

შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ მხედრები: საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და ბელორუსიდან.
ტურნირის ორი ეტაპი 13 და 14 სექტემბერს გაიმართა, ხოლო ფინალური ეტაპი 15 სექტემბერს ჩატარდა. შეჯიბრის გამარჯვებული, დიდი და პატარა გრანპრის მფლობელი გახდა ქართველი მხედარი შალვა გაჩეჩილაძე.

ვითიბი ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა განაცხადა:

“ვითიბი ბანკი აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას, ვითიბის თასზე ტურნირი უკვე მეხუთე წელია რაც იმართება, აღნიშნული საერთაშორისო ტურნირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული საცხენოსნო სპორტის განვითარებაში. მოხარულები ვართ, რომ ხელს უწყობთ ამ ულამაზესი სპორტის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას.”

ცნობისთვის - ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

NS

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა

2 ივნისი, 2020 , 17:15

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, 8 ივნისიდან დასაშვები ხდება ყველა ეკონომიკური საქმიანობა სპორტული, კულტურული

მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარია

2 ივნისი, 2020 , 16:50

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ივნისს, დღის ბოლოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვ

ტექნიკურ უნივერსიტეტში „დიდი იდეების გამოწვევა 2020“-ის გამარჯვებული ტოპ 10 იდეა გამოვლინდა

2 ივნისი, 2020 , 16:21

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონკურსის - „დიდი იდეების გამოწვევა 2020“ შემაჯამებელი ონლაინ ღონისძიება გაიმართა. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვება მოიპოვა იდეამ - Contacting Agro-Cam, რომლის ავტორები ტე

გენერალურ პროკურატურაში წიგნის ,,ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში“ პრეზენტაცია გაიმართა

2 ივნისი, 2020 , 15:00

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წიგნის „ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში“ პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია პროკურორებისთვის და გ

სურსათის ეროვნული სააგენტო დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციებს გასცემს

2 ივნისი, 2020 , 14:10

სურსათის ეროვნული სააგენტო დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციებს გასცემს. დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს

“საქმე გვაქვს „ჩასაფრებული ადამიანის“ კლასიკურ შემთხვევასთან” - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

2 ივნისი, 2020 , 12:57

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს. ის ერთ-ერთი სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება. "ა.წ. 22 მაისს რადიო თავი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!